FM97.5 / LIVE

‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.01.2020
ნინოწმინდის მერიაში აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა დასრულდა. გორელოვკელები ამბობენ, რომ სადაო წყლის და სათიბების საქმეზე, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

„შევთანხმდით, რომ თუ ფერმერები წყლის ცენტრალურ მილზე უკანონო დაერთებას მოხსნიან, ჩვენც ჩავჭრით. გვითხრეს, კომისია შეისწავლს და წყალს თანაბრად გაანაწილებენო. რაც შეეხება სათიბებს, აქაც კომისია იმუშავებს, შეისწავლიან დოკუმენტებს და ამის მერე გადაწყდება ვისია და როგორ გადაანაწილებენ სოფელზე საძოვრებს“, – ამბობს სოფელ გორელოვკის მკვიდრი მნაცაკან ბაბაჯანიანი.

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან მიღწეულია: „მოსახლეობის ინტერესები იქნება მაქსიმალურად განაწილებული, ყველას ექნება თანაბარი პირობები, ეს იქნება წყალი თუ საძოვრები“.

მერიის შენობაში გამართულ შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც დაესწრო. სწორედ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის დაიწყო პირველად დაპირისპირება.

კიურეღიანმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა, სოფელში მომხდარ დაპირისპირებაზე, თუმცა განაცხადა, რომ იგი თანახმაა, ჩაჭრას ცენტრალურ მილზე დაერთება: „მაგისტრალიდან მილს ჩავჭრი, არის ერთი ვარიანტი, რომ ცისტერნებით ვზიდო წყალი. რაც შეეხება სათიბების, მე ყველა მიწა კანონიერად მაქვს დარეგისტრირებული“.

კიურეღიანი სოფელ გორელოვკიდან არის, იგი დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაუპირისპირდა სოფელი, გვპასუხობს: „გზის დაკეტვის დროს მე სოფელში არ ვიმყოფებოდი, არ ვიცი რა მოხდა. მე დაპირისპირება ერთ ოჯახთან მომივიდა“.

გორელოვკაში აქცია დღეს, 20 იანვარს დილით სოფლის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ადგილობრივებმა საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გზაზე მოძრაობა ორი საათის განმავლობაში იყო შეზღუდული.

აქცია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ დაიშალა. სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს სოფლის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

გორელოვკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება სასმელი წყლის განაწილების გამო, 16 იანვარს დაიწყო. სოფელში აბობენ, რომ კიურეღიანებს ცენტრალურ სისტემაზე მილი აქვთ დაერთებული და წყლის დიდი ნაწილი მათ ფერმაში მიდის. სიტყვიერი დაპირისპირება კიურეღიანებსა და ჩაფინიანებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგადაც დაშავდა ორი პირი. სუმბატ კიურეღიანის განცხადებით მის ძმის შვილს შავში "ლაფატკა" აქვს ჩარტყმული. მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 126–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში სასმელი წყლის და საძოვრების პრობლემა ყველას აწუხებს, რადგან სოფლის გარშემო მდებარე მიწების დიდი ნაწილი, რამდენიმე პირის მფლობელობაშია. მათი თქმით, სოფელში ნაკვეთების დიდ რაოდენობას ფლობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, სოფლის დეპუტატი ასკანაზ მარკოსიანი, ასევე მერის წარმომადგენელი გორელოვკაში ლევონ არაქეილიანი.

‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

[რიმა სარუხანიან, მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან
გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო
გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები
ბესიკ ამირანაშვილი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს