FM97.5 / LIVE

გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.01.2020
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში აქციის მონაწილეებს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ხვდებიან.

გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ

აქციის მონაწილეებს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ორ საათზე მეტია რაც გადაკეტილი აქვთ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში სასმელი წყლის და საძოვრების პრობლემა აქვთ, რადგან სოფლის გარშემო მდებარე მიწების დიდი ნაწილი, რამდენიმე პირის მფლობელობაშია.

მათი თქმით,სოფელში ნაკვეთების დიდ რაოდენობას ფლობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, სოფლის დეპუტატი ასკანაზ მარკოსიანი, ასევე მერის წარმომადგენელი გორელოვკაში ლევონ არაქეილიანი.

„სოფელში მხოლოდ 4–5 კაცი ცხოვრობს კარგად, ვეხვეწებით რომ წყალი მოგვცენ. მიწები წაგვართვეს, ჩემი ცოლი სკოლაში მუშაობს და აქ რომ ვდგავარ მეშინია სამსახური არ დაკარგოს. ახლა მიწასთან ერთად უნდათ, რომ წყალი წაგვართვან, მარტო ჰაერი გვრჩება და ესეც წაგვართვან მაშინ. ამბობენ, რომ საქართველოში კორუფცია არ არისო, ჩვენთან ყველაზე მეტი კორუფციაა“, – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი.

მათი თქმით, ადგილობრივი ჩინოვნიკები მიწის ნაკვეთებს და საძოვრებს მწყემსებზე აქირავებენ.

„ნინოწმინდის მერიის სამსახურის უფროსი ჰამლეტი, რომ დაიჭირეს, ეგეც აქირავებდა მიწებს, ზოგიერთს მფლობელობაშიც კი არ აქვს. აზერბაიჯანელ მწყემსებზე აქვთ საძოვრები მიქირავებული. კიდევ ბევრია ჩვენს სოფელში დასაჭერი. ესენი სოფლის თვითმარქვია არენდატორები არიან“ , – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გორელოვკაში ამბობენ, რომ მესამე თვეა სოფლის ნაწილს წყალი არ აქვს, ამიტომ თოვლს ადნობენ.

„მაწანწალებივით ვცხოვრობთ, თუ სუმბატ კიურეღიანის საქონელს დარჩა წყალი, ამის შემდეგ უშვებენ ჩენთან. თოვლს ვადნობთ და იმას ვიყენებთ, უკვე სამი თვეა ამ დღეში ვართ. სამი ბიჭი მყავს მინდა ცალ–ცალკე იცხოვრონ, მაგრამ მიწას ვერ ვყიდულობ სულ დაკავებულია. ნათესავებზე აქვთ მიწები გადაფორმებული“, – ამბობს ერთ–ერთი აქციის მონაწილე.

გორელოვკაში ადგილობრივებსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სუმბატ კიურეღიანს შორის დაპირისპირება 16 იანვარს დაიწყო. ამ დღეს ჩხუბის შედეგად ორი პირი დაშავდა. გამოძიება სსკ–ს 126–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა
გორელოვკაში ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
გორელოვკაში ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივებმა იჩხუბეს - არიან დაშავებულები
გორელოვკაში აქციის მონაწილეები პოლიციის მისვლის შემდეგ დაიშალნენ
გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]