FM97.5 / LIVE

უსტატუსო და უპატრონო დასახლება

მთავარიეკონომიკა 02.10.2013
ნატეხებად ქცეული სახურავები და ნახევრადჩამოშლილი კედლები; დასახლება, რომელიც “მთავრობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება”; რატომ ეძახიან ადგილობრივები მეორე შახტას უპატრონო დასახლებას და რატომ არ აპირებენ ისინი არჩევნებზე წასვლას;

უსტატუსო და უპატრონო დასახლება
„უპატრონო დასახლებაა, აქ თუ ვცხოვრობთ, მთავრობამ არ იცის“

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის, ეგრეთ წოდებული, მეორე შახტის დასახლებაში ძირითადად ორსართულიანი ბარაკები დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობები კომუნისტების დროს აშენდა. მაშინ, როცა ვალეში შახტები მუშაობდა, იქ დასაქმებულებს საცხოვრებელი ფართი ამ შენობებში გამოუყეს.

მრავალწლიანი შენობები უკვე ამორტიზებულია. სახურავი ყველა ბინას გამოსაცვლელი აქვს. ნახევრად ჩამონგრეულია შენობის კედლებიც. წვიმის დროს წყალი მარტო სახურავიდან კი არა, პირველ სართულზე დაზიანებული კედლებიდანაც შედის.

უსტატუსო და უპატრონო დასახლება„სახურავი იმდენად დაზიანებულია, რომ წვიმის წყალი მარტო მეორე სართულზე კი არა, პირველზეც ჩამოდის. ჯამები გვაქვს შედგმული და ძლიერი წვიმის დროს წყალს არც ის იკავებს. კედლებიც გაფუჭებულია, მთელი ზამთარი სახლში სითბოს ვერ ვინარჩუნებთ, ღუმელი გვინთია და თან იატაკიდან სიცივე ამოდის. სახურავი ბოლოს 80-იან წლებში შეაკეთეს, იმის მერე ხელი არავის მოუკიდია, - ამბობს ადგილობრივი სუსანა კობელიანი, რომელიც მეორე შახტაში საცხოვრებლად 1970 წელს გადმოვიდა და ახლა შვიდსულიანი ოჯახის დიასახლისია. მისი ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არაა, - პატარა მიწის ნაკვეთი გვაქვს და კარტოფილი მოგვყავს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ჩემი პენსიაა, ჩემი ბიჭიც თუ სეზონურად სადმე იმუშავებს, მხოლოდ ამით ვცხოვრობთ“.

ამორტიზებულ შენობებსა და დაზიანებულ სახურავზე საუბრობენ მისი მეზობლებიც.

„აქ ცხოვრება შეუძლებელია, რამდენადაც შეგვიძლია ვარემონტებთ, მაგრამ რამდენს გავწვდებით?! მარტო სახურავები მაინც შეგვიცვალონ, სხვა აღარაფერს ვითხოვთ“, - ამბობს ადგილობრივი ანაიდა მანველიანი.

მეორე შახტის ეგრეთ წოდებული „კირპიჩნიას“ დასახლებაში პატარა ხევია. წყალი შენობებს შორის ჩამოედინება და დასახლების გავლით მდინარეში ჩადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს წყლის დონე მატულობს და ეზო იტბორება.

უსტატუსო და უპატრონო დასახლება„წყალი კედლებში ჟონავს, სახლში რომ შემოხვიდეთ, ისეთი ნესტის სუნი დგას ვერ გაჩერდებით“, - ამბობს კატია ვართანიანი.

გარდა იმისა, რომ სახურავიდან სახლებში წვიმის წყალი ჩადის, ბინების საკვამურებიც დანგრეულია და ეზოში აგურები ცვივა.
„რემონტსაც ვერ ვაკეთებთ, სანამ სახურავი არ გამოიცვლება, რემონტს რა აზრი აქვს. არცერთი ოთახი არაა წყალი რომ არ ჩამოდიოდეს. საკვამურებიდან აგურები ცვივა, გვეშინია ხანძარი არ გაჩნდეს. ეზოში ბავშვები თამაშობენ, ყოველ წუთში უნდა სდიო, ქარის დროს არაფერი ჩამოვარდეს და ბავშვებს არ მოხვდეთ“, - ამბობს მარგალიტა ნადირაძე.

„არჩევნებზე ხმას არავის მივცემთ, ვიდრე სახურავს არ გაგვიკეთებენ“

ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობას მეორე შახტა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. დასახლებას მხოლოდ ამ დროს სტუმრობენ, თუმცა, ვიზიტები დაპირებებს არ ცდება... დაპირებები დაპირებად რჩება, პრობლემები კი არასოდეს გვარდება.

უსტატუსო და უპატრონო დასახლება„მთავრობას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით, მოვლენ, შეგვპირდებიან, მაგრამ გაკეთებული არავის არაფერი ახსოვს. შარშან ქარი და სეტყვა რომ იყო, ყველას დაეხმარნენ, მაგრამ ჩვენთან არც მაშინ გაკეთებულა რამე. უპატრონოა ჩვენი მეორე შახტა, ყველამ კარგად იცის რა მდგომარეობაა, გამგეობიდანაც იყვნენ, ტელევიზიებიც, მაგრამ რა აზრი აქვს. არჩევნებზე ხმას არავის მივცემთ, ვიდრე სახურავს არ გაგვიკეთებენ“, - ამბობს სუსანა კობელიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მთავრობა ყურადღებას არ მიაქცევთ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„აქ ხალხს ისე უჭირს, შეშას განვადებით ვყიდულობთ. აქ რომ ადამიანები ცხოვრობენ, არავის ანაღვლებს, ჩვენც ხმას არავის მივცემთ. ჩვენი ხმა რომ სჭირდებოდეთ, რაღაცას მაინც გააკეთებდნენ“, - ამბობს მარგალიტა ნადირაძე.

მეორე შახტაში არც გამრიცხველიანებაა

უსტატუსო და უპატრონო დასახლებამეორე შახტაში არც ელექტროენერგიისინდივიდუალური მრიცხველებით სარგებლობენ, რაც ხშირად მეზობლების დავის საგანი ხდება. ოთარ ბერიძე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ოთხი წელია ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. იმის გამო, რომ დენის ფული ვერ გადაიხადეს, ოჯახს რვა თვეა შუქი არ აქვს. ოჯახის უფროსი ამბობს, რომ ორი თვის განმავლობაში დენის გადასახადი 101 ლარი მიუვიდათ: „ერთი ნათურა და ტელევიზორი მაქვს სახლში, ორი თვის განმავლობაში 101 ლარი დაგვაწერეს, რომ ვერ გადავიხადეთ, ჩაგვიჭრეს და რვა თვეა დენი არ გვაქვს. უმუშევარმა კაცმა ამდენი ფული საიდან გადავიხადო“.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ რადგან გამრიცხველიანება არაა, ზოგი ელექტროენერგიას იპარავს.

„მრიცხველები გარეთ უნდა გამოვიდეს, რომ ყველამ გაიგოს ვინ რამდენს წვავს, სხვის გადასახადს მე რატომ უნდა ვიხდიდე. უნდა გაირკვეს სად იკარგება, ვინ იპარავს, ამის გამო მეზობლები ერთმანეთს რატომ უნდა ეკინკლაონ“, - ამბობს სუსანა მარტიროსიანი.
მეორე შახტაში იმის გარკვევაც უჭირთ, ეს დასახლება ქალაქ ვალეს ეკუთვნის თუ სოფელია.

„ქალაქში თუ რამე რიგდება, მაშინ სოფელს ვეკუთვნით, თუ სოფელში რიგდება, მაშინ ქალაქელები ვართ. ათი შენობაა და ამ ათ შენობას ვერ გადახურეს სახურავი. დასალევი წყალიც ბოლო ერთი თვეა კარგად მოდის, არჩევნები ახლოვდება და იმიტომ, არჩევნები ჩაივლის და მერე ეგეც აღარ გვექნება“, - ამბობს ჯულიკ ტარზიანი.

გამგეობაში მეორე შახტაში არსებული პრობლემების შესახებ იციან

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ ვალის რწმუნებულმა გამგეობას მომავალი წლის პრიორიტეტები უნდა წარუდგინოს. რა გაკეთდება ვალეში ამის მიხედვით გადაწყდება.

უსტატუსო და უპატრონო დასახლება„რაც შეეხება სახურავებს, გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში სახურავები პრეზიდენტი ფონდიდან გამოყოფილი თანხით გადაიხურა, წელს ეს პროცესი რატომღაც შეჩერდა. განვიხილავთ მეორე შახტაში არსებულ პრობლემას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარვადგენთ პროექტებს და სამინისტროს დახმარებით ვეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

მისივე თქმით, მეორე შახტის გამრიცხველიენების შესახებ მან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„მიწვეული ვიყავი გორში, როცა ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდებოდა, მინისტრს მოვახსენე, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალის მეორე შახტაში გამრიცვხელიანება არაა. ვთხოვე, რომ თუ საშუალება იქნებოდა და ამისთვის ბიუჯეტში თანხა იყო, მეორე შახტის გამრიცვხელიანება წელს მომხდარიყო, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს და გამოგვიგზავნეს 2014 წლის გეგმა, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ დასახლებაში გამრიცხველიანება დაიწყება“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

„სამხრეთის კარიბჭე“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ევალება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალში განმარტავენ, რომ მეორე შახტის გამრიცხველიანება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება: „2013 წლის ბოლომდე ამ დასახლებაში 147 აბონენტს ინდივიდუალური მრიცხველი დაუყენდება. მრიცხველების მონტაჟამდე მთლიანად ქსელის ინფრასტრუქტურა შეიცვლება. ანუ ყველა ამორტიზებული ხის საყრდენი ბოძი შეიცვლება რკინა-ბეტონის ბოძებით, შესაძლოა დაგვჭირდეს ახალი ხის საყრდენებიც. გარდა ამისა, შიშველი სადენები დახურული ტიპის ორმაგი იზოლაციის მქონე სადენებით შეიცვლება“.

რა კეთდება ვალეში 2013 წელს

2013 წელს ვალეში, როგორც ქალაქში, ასევე სოფელში და მეორე შახტის დასახლებაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რიტუალების სახლები გაკეთდა. მთელი ვალის მასშტაბით ამ პროექტისთვის 64 083 ლარია გამოიყო.

„აქ შედის ვალის მეორე შახტის დასახლებაში რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც 16 071 იყო გათვალისწინებული; ასევე სოფელ ვალეში რიტუალების სახლის რეაბილიტაცისთვის 32 760 ლარი, ქალაქ ვალის რიტუალების სახლის შეკეთება-კეთილმოწყობისათვის კი 15 252 ლარი გამოიყო. აღნიშნული პროექტები უკვე დამთავრებულია“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამარ გოგოლაძე.

გარდა ამისა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ვალეში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომელიც ქალაქ ვალეში სარწყავი წყლის სატუმბი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტისთვის 19 500 ლარია გამოყოფილი.

„აქამდე ვერ ვნახეთ კონტრაქტორი, ვისთანაც ხელშეკრულებას დავდებდით და ამ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შეასრულებდა. ახლა უკვე გაფორმდება ხელშეკრულება, მომავალი კვირიდან და დაიწყება სამუშაოები“, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვალეში წელს შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. აღნიშნული სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 87 ათასი ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

„მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად შეარჩია, ჩვენ ამაში არ ჩავრეულვართ. მეორე შახტაში სოფლის კრებას დავესწარი, იქ საუბარი იყო რიტუალების სახლზე. გარდა ამისა, კიდევ ბევრი პრობლემა დაასახელეს, თუმცა სახურავების გადახურვა პრიორიტეტად არ არ დაუსახელებიათ. ამ დასახლებაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ვიცით, რომ მეორე შახტას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება და ნამდვილად არ გვავიწყდება“, -ამბობს თამარ გოგოლაძე.

უსტატუსო და უპატრონო დასახლება

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)
ვალეში, „მეორე შახტაში“ სახურავებს ცვლიან
რას გააკეთებს გამგეობა  „მეორე შახტაში“  მომავლი წლის ბიუჯეტით
ახალციხის სოფლებში კორპუსების სახურავებს გამოცვლიან
'მეორე შახტაში' მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ [Video]
‘ბავშვებს ვერ ვუშვებთ ეზოში’ – ვალეში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს
ვალეში, 'მეორე შახტაში' შუახნის კაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს