FM97.5 / LIVE

ახალციხეში გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი ‘ტამიფლუ’ არ იყიდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.01.2019
ახალციხეში, აფთიაქებში, ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი „ტამიფლუ“ არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი აფთიაქი საჭირო რაოდენობას მიიღებს.

ახალციხეში გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი ‘ტამიფლუ’ არ იყიდება

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპზე მიმართვიანობა დეკემბერთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ვირუსის გამო კლინიკებში პაციენტები მკურნალობას ჯერ ისევ გადიან. საავადმყოფოებში ამბობენ, რომ ამ დრომდე ლაბორატორიულად ახალციხეში H1N1 ანუ ე.წ „ღორის გრიპი“ არ დაფიქსირებულა.

„ამ წუთში ჩვენთან ვირუსით ოთხი პაცინეტი წევს, სამი მცირეწლოვანია, ერთი კი მოზარდი. მოზარდის მდგომარეობა ცოტა მძიმეა, თუმცა რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს. პატარები შედარებით უკეთ არიან“, – გვითხრეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.
უკვე ყველა პაციენტი გაეწერა „იმედის“ კლინიკიდან.

ორივე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთათვის ყველა საჭირო მედიკამენტი აქვთ.

რაც შეეხება აფთიაქებს, ამ დროისთვის ახალციხეში, არცერთ სააფთიაქო ქსელში გრიპის საწინააღმდეგო წამალი „ტამიფლუ“ არ იყიდება.

„დღესაც იყვნენ შემოსულები და იკითხეს, თუმცა არ გვაქვს. მასიურად არა, მაგრამ მედიკამენტზე მოთხოვნა არის“, – გვითხრეს PSP-ში.

“ავერსში” ამბობენ, რომ წამლების შემოტანის დღე ოთხშაბათია და შესაძლოა აღნიშნული მედიკამენტი სწორედ ამ დღეს შემოიტანონ.
„არ ვიცით „ტამიფლუს“ როდის შემოიტანენ“ – აცხადებენ „ფარმადეპოსა“ და „ჯი–პი–სი–ში“.

„ტამიფლუ“ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოთხ სააფთიაქო ქსელს გადასცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ტორუა ამბობს, რომ მედიკამენტის რაოდენობა 800 ერთეულ კოლოფს შეადგენს. მისივე თქმით, პრეპარატი იმ რეგიონებში ნაწილდება, სადაც შეიძლება, ისევ დეფიციტი გაჩნდეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ მედიკამენტი აფთიაქებზე მოთხოვნის მიხედვით გაიცემა: „იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო ქსელი მოგვმართავს, რომ მედიკამენტზე მოთხოვნა არის, ჩვენ გადავცემთ. ამ დროისათვის სამცხე–ჯავახეთიდან არ მოუმართავთ“.
ასევე, ჯანდაცვისი სამინისტროში გვითხრეს, რომ „ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში შესაბამისი მარაგი არსებობს, რომელიც ბავშვებზე, ორსულებზე, პენსიონერებზე და სოციალურად დაუცველებზე უფასოდ გაიცემა“.

რა მარაგი აქვს ახალციხის ჯანდაცვის სამსახურს, ან მიმართეს თუ არა მას გაცემის მოთხოვნით მოქალაქეებმა უცნობია. დღეს, ექვს იანვარს, ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა „სამხრეთის კარიბჭის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ოთხი იანვრის მონაცემებით, საქართველოში, ე.წ. ღორის გრიპით სულ რვა ადამიანი გარდაიცვალა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

H1N1 – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთის საავადმყოფოებში
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
ანტივირუსული მედიკამენტი 'ტამიფლუ' ყველასთვის უფასო გახდება
ახალციხეში 'ტამიფლუს' სამი აფთიაქი გასცემს
ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა
ახალციხეში პირბადე მხოლოდ ოთხ აფთიაქში იყიდება
სამცხე–ჯავახეთში პირბადეები მხოლოდ ერთ სააფთიაქო ქსელში იყიდება