FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში 'ევროპელი' დეპუტატების პროტესტი გრძელდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.12.2019
ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ირინა გელაშვილის თქმით, დღევანდელი სხდომა იყო ფარსი, რადგან 15 წლის მოზარდს, რომელიც „რეჟიმის მსხვერპლია, წუთიერი დუმილითაც კი არ მიაგეს პატივი“.

ახალციხის საკრებულოში 'ევროპელი' დეპუტატების პროტესტი გრძელდება

დღევანდელი, 18 დეკემბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სუბსიდიის მუხლიდან 10 000 ლარი, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროცენტის მუხლიდან 5 000 ლარი გადაიტანეს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარების მუხლიდან 1 700 ლარი, ასევე აწყურში განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების თანადაფინანსების მუხლიდან 3 600 ლარი გადაიტანეს ახალშობილების ერთჯერადად დახმარების მუხლში.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული თანხა ტენდერებიდან მორჩა და ნაშთის სახით ისინი სხვა მუხლებში გადაანაწილეს:

„ყოველკვარტალურად, ჩვენ სოციალური დახმარების კუთხით ვეხმარებით პროდუქტებით შეჭირვებულ ოჯახებს და ამ ტენდერიდან გათავისუფლებული თანხა გადავიდა ახალშობილთა დახმარების მუხლში, ასევე კულტურული ღონისძიებების გამართვის მიზნით“, - განაცხადა გელა ნოზაძემ.

ბიუჯეტში შესულ ცვლილებას პრეტენზია მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მხირდან. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირინა გელაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები კი სხდომაზე არ გამოცხადდნენ: „ყოველ მეორე დღეს ინიშნება რიგგარეშე სხდომა და ბიუჯეტის ერთი კოდიდან გადააქვთ მეორეში თანხა, დამთავრდა წელი და კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ. გადააქვთ დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა კოდიდან თანხა ერთჯერადად ახალშობილების დასახმარებლად, ეს მესმის, მაგრამ არის კიდევ კულტურული ღონისძიებებისათვის, საქონლისა და მომსახურებისთვის. ნორმალური განმარტებითი ბარათიც არ არის, რომ გავიგოთ რა მომსახურებაა“, - განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე იგი ფრაქციის „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა.

ამ ფრაქციას გელაშვილი თავად ხელმძღვანელობს: „მოვედი აქ არა იმიტომ, რომ ამათ მოვუსმინო, არამედ ფრაქციის სახელით, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ეს არის ფარსი, რასაც მე აქ ვუყურებ. გარდა ამისა, მოხდა ტრაგედია [15 წლის ლუკას გარდაცვალება], ეს ბავშვი იყო ამ რეჟიმის მსხვერპლი და წუთიერი დუმილითაც კი არ მიაგეს პატივი, რაზე ვილაპარაკო“.

საკრებულოს თავმჯდომარე გელაშვილის პრეტენზიას არ იღებს: „როცა ასეთი ტრაგედიაა, ყველაფერს ფარავს ეს ტრაგედია და შესაბამისად, შეიძლება გადაწყვეტილებაც მივიღოთ. არ არის გამორიცხული რომ ღონისძიებები არ გაიმართოს, თუმცა წინასწარ ამაზე ვერ ვისაუბრებთ და ვერ ვიტყვი რომ ასე იქნება. ცხოვრება მაინც ცხოვრებით მიდის, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ეს არის საერთო ტრაგედია“, - განაცხადა ნოზაძემ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა 12 დეკემბერსაც დატოვეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში
ახალციხის თემის ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება შევიდა
ახალციხის თემის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა
‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს [ვიდეო]