FM97.5 / LIVE

ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.12.2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. პირველადი ვერსიის განხილვის შემდეგ, თანხა დაახლოებით ორი მილიონით გაიზარდა და საბოლოოდ 8 644 100 ლარით დამტკიცდა.

ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია

ადიგენის ბიუჯეტის პროექტი თავდაპირველად დაახლოებით ექვს მილიონ-ნახევრით დაიგეგმა, განხილვის პერიოდში კი თანხა ორი მილიონით გაიზარდა.

საბოლოოდ, ადგილობრივი ბიუჯეტი 8 644 100 ლარით დამტკიცდა, თუმცა პრიორიტეტები იგივე დარჩა.

„დამტკიცდა უკვე ბიუჯეტი. ატვირთული არ არის მაცნეზე, იმიტომ, რომ გამოქვეყნებასაც აქვს თავისი ვადა, 4-5 დღე. საკრებულოს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, რომლებიც ძირითადად სოციალურ დამხარებას ეხებოდა და გაითვალისწინეს“, - ამბობს საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუსხრიკიძე.

ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან შედარებით, საბოლოო დოკუმენტში თანხა გაიზარდა ინფრასტრუქტურის, მერიისა და საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფისა და განათლების მუხლებში, ხოლო კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლებში თანხა შემცირდა.

თანხა გაიზარდა

- ინფრასტრუქტურის განვითარების მუხლი, თანხა გაიზარდა 2 207 600 ლარით, საბოოლოოდ განისაზღვრა - 4 382 200 ლარი;

- მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯები, რომელშიც მოიაზრება მერიისა და საკრებულოს უზრუნველყოფა - თანხა გაიზარდა 10 700 ლარით, სულ შეადგინა - 2 304 700 ლარი;

- დასუფთავება და გარემოს დაცვის მუხლში თანხა უცვლელია - 401 900 ლარი;

- განათლების მუხლი, თანხა გაიზარდა 40 000 ლარით და სულ შეადგინა - 652 100 ლარი;

თანხა შემცირდა

- კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის მუხლში 1 873 100 ლარით, სულ შეადგინა - 420 900 ლარი;

- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლში თანხა შემცირდა 20 000 ლარით და სულ დარჩა 482 300 ლარი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დეპუტატებმა 23 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 2020 წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დამტკიცდა
ბორჯომის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით დაიგეგმა
როგორ დაიგეგმა ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]