ბორჯომის 2020 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 18 900 000 ლარით დაიგეგმა. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კი თანხა 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ისევე როგორც გასულ წელს, ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა რჩება. სამუშაოებისათვის სავარაუდოდ 6 220 300 ლარი დაიხარჯება. აქედან:
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 1 150 000 ლარი;
– წყლის სისტემების განვითარება - 431 000 ლარი;
– გარე განათება - 483 800 ლარი;
– მშენებლობა, ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია - 1 389 000 ლარი;
– კეთილმოწყობის ღონისძიებები - 881 500 ლარი;
– მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება – 1 085 000 ლარი.
შემდეგი პრიორიტეტი, რომლისთვისაც სხვა საკითხებთან შედარებით მეტი თანხა დაიხარჯება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტია. მუნიციპალიტეტმა ამისათვის 3 401 800 ლარი გამოყო.
მათ შორის, სპორტის სფეროს განვითარებას 1 513 700 ლარი მოხმარდება.
– სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა - 635 000 ლარი;
– ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო სკოლა - 560 000 ლარი;
– ა(ა)იპ ბორჯომი ფეხბურთი 2013 – 75 000 ლარი;
– სპორტული ღონისძიებები - 138 700 ლარი;
– ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობა - 740 000 ლარი.
კულტურის სფეროს განვითარება - 1 788 100 ლარი. მათ შორის:
– კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა - 994 200 ლარი;
– მუსიკალური სკოლების დაფინანსება - 250 000 ლარი;
– საბიბლიოთეკო გაერთიანება - 286 800 ლარი;
– ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი - 457 400 ლარი;
– ეროვნული, სახალხო და საგანმანათლებლო ღონისძიბები - 315 500 ლარი;
– ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე კლუბების და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 275 900 ლარი;
– რელიგიური ორგანიზაციების ხელშეყწობა 165 000 ლარი;
– ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 37 600 ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 2 034 900 ლარი. მუხლი მოიცავს, ჯანდაცვის ცენტრებისა და სამედიცინო მომსახურეობისას მოქალაქეების დაფინანსებას.
ჯანმრთელობის დაცვა - 140 900 ლარი;
- ჯანდაცვის ცენტრი 110 900 ლარი;
- უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პოპულაცია 30 000 ლარი.
სოციალური დაცვა 1 894 000 ლარი
- მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება - 800 000 ლარი;
- უფასო სასადილოს დაფინანსება - 278 400 ლარი;
- ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები - 2 100 ლარი;
- მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის ომში მონაწილე შშმ ვეტერანთა დახმარება - 11 300 ლარი;
- ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება - 50 000 ლარი;
- 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 6 000 ლარი;
- ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარება - 4 800 ლარი;
- 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 223 200 ლარი;
- მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 200 000 ლარი;
- სოციალური დახმარებები - 318 220 ლარი.
2020 წელს, მუნიციპალიტეტი 2 368 000 ლარს დახარჯავს განათლებისთვის. ამ მუხლის ფარგლებში ძირითადად საბავშვო ბაღების დაფინანსება მოხდება:
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება - 2 308 000 ლარი;
- ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - 247 100 ლარი;
- ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“ – 2 060 900 ლარი;
საგანმანათლებლო ცენტრის დაფინანსება - 60 000 ლარი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მომავალ წელს მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული იქნება დასუფთავება და გარემოს დაცვაა. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 1 183 500 ლარი გამოიყოფა.
ბორჯომის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას შენიშვნებით უკვე დაუბრუნა. თანხების დაზუსტების შმედეგ, დოკუმენტს საჯაროდ განიხილავენ. დეკემბრის ბოლოს კი დაზუსტებული ბიუჯეტი დამტკიცდება.
[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]