FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.01.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წელს რიგით პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომას 22 დეპუტატი ესწრებოდა.

ახალციხის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს

ახალციხის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა დღეს, 18 იანვარს გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

აღნიშნული ბიუჯეტი 2018 წლის 28 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე 15 900 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა მასში შესული ცვლილებების შემდეგ, თანხა გაიზარდა და ჯამში 22 492 985 ლარი შეადგინა. აქედან 5 261 985 ლარი სახელმწიფო დაფინანსებაა ხოლო 17 231 000 ადგილობრივი ბიუჯეტია.

როგორც საკრებულოში განმარტეს, 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათგან ხუთ პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი განახორციელებს. ესენია:

– მრავალბინიანი ბინების რეაბილიტაცია, სახურავების სადარბაზოების და ფასადების რეაბილიტაცია – 1 310 986 ლარი;
– წინუბანი–გურკელის სავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 852 139 ლარი;
– ტყემლანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 463 742 ლარი;
– ნაოხრების გზის რეაბილიტაცია – 231 820 ლარი;
– ზემო სხვილისის გზის რეაბილიტაცია – 85 068 ლარი.

"რეგიონული ფონდის თანხებში ასახულია ხუთი პროექტი, რომლებზე ტენდერები შეიძლება დღესაც დაიდოს. ამ პროექტებიდან წინუბნის გზის რებილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილა 852 138, თუმცა თანადაფინანსებაში ადგილობრივი ხელისუფლებაც შედის", – განმარტავს საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძემ.

გარდა ამისა, ბიუჯეტში გაწერილი თანხები ასევე, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციისთვის, სასაფლაოების მოწყობა–დასუფთავების ღონისძიებებისა და კულტურული დაწესებულებების გაერთიანების შენობა–ნაგებობის რეაბილიტაციისთვისაც გაიწერა.

საკრებულოში განმარტეს, რომ ამ წლის ბიუჯეტს წინა წლის ბიუჯეტის ნაშთიც დაემატა.

გარდა 2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებებისა, საკრებულოს სხდომაზე ხელშეკრულებით აყვანილი პირების თანამდებობრივი სარგოებიც განისაზღვრა. დეპუტატებმა, მხარი დაუჭირეს სპეცტექნიკის ოპერატორის ვალდებულებებისა და ხელფასის გაზრდას. შესაბამისად, მისი ხელფასი დღიურად 60 ლარის ნაცვლად 70 ლარით გახდა, აღნიშულმა პოზიციამ კი ფუნქცია–მოვალეობების გაზრდის მიხედვით, "ავტოპარკის ზედამხედველის" სახელწოდება მიიღო – "ავტოპარკი სავალალო მდგომარეობაშია და ამ დრომდე ზედამხედველობას მერიის თანაშემწე ასრულებდა. ამიტომ ეს ცვლილება განვახორციელეთ", – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ.

ვალდებულებები და ხელფასი 10 ლარით გაეზარდა და დღიურად 70 ლარი გაუხდა სპეცტექნიკა "გრეიდერის" ოპერატორსაც.

დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძისათვის მძღოლის გამოყოფის თაობაზე იმსჯელეს. დამსწრეთა უმრავლესობამ ცვლილებას მხარი დაუჭირა, საკითხზე 22 დეპუტატიდან თავი მხოლოდ ორმა შეიკავა.

სხდომის ბოლოს კი საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე საკითხზე იმსჯელეს. იგი სამცხე–ჯავახეთის მხარეში შემავალი ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ააიპის ჩამოყალიბებას ეხებოდა. ააიპ "სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის" დაფუძნებას მხარი დაუჭირეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში
მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ
რეგფონდიდან  ახალციხეს მილიონ ლარზე მეტი დაემატება
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
რეგფონდიდან ახალციხეს 262 502 ლარი დაემატა
შალვა ახალციხელის ტაძარს ახალციხის ბიუჯეტიდან 100.000 ლარი მოხმარდება