FM97.5 / LIVE

კეთილმოწყობის სამსახურმა ახალციხეში საპროტესტო წარწერების ნაწილი გადაღება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.12.2019
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე, კედლებზე დატანილი წარწერები „სისტემა კლავს“ და „Fuck the Law“, დაწერიდან მესამე დღეს, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა წაშალა. ამავე ადგილზე, სხვა შინაარსის წარწერები კი ხელუხლებელია.

კეთილმოწყობის სამსახურმა ახალციხეში საპროტესტო წარწერების ნაწილი გადაღება

შპს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, კობა კურტანიძის განმარტებით, წარწერები შინაარსის გამო გადაღებეს.

„ჩვენი თანამშრომლები ყველას შლიან, თუ ეს კერძო საკუთრებაზე არაა გაკეთებული. ეს წარწერებიც ამიტომ გადაღებეს. თან ამ შემთხვევაში გინებაც იყო“, – ამბობს კობა კურტანიძე.

კითხვაზე თუ რატომაა ხელუხლებელი სხვა წარწერები და ნახატები, მათ შორის იმავე კედელზე, კურტანიძე გვპასუხობს: „ყველაფერს ერთდროულად ხომ ვერ გააკეთებენ. უზრდელობა და რამე თუ წერია ეს დაუყონებლივ იღებება. დანარჩენსაც გადაღებავენ“.

ახალგაზრდა, რომელმაც წარწერები გააკეთა, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ კეთილმოწყობამ ის ადგილები გადაღება, სადაც „სისტემა კლავს“ ეწერა.

„ადგილობრივი ხელისუფლებაც იმას ცდილობს, რომ ახალგაზრდებში პროტესტის მუხტი ჩაახშოს. ფაქტია რომ მხოლოდ იმ კედლებზე ღებავენ, სადაც სისტემის წინააღმდეგ გზავნილებია. ადგილები, სადაც მხოლოდ „ამ ცხოვრების დედაც“ წერია, ყველგან ხელუხლებელია. სხვა შინაარსის წარწერებს, რომელიც წლებია ახალციხის ქუჩის კედლებზეა, რატომ არ შლიან?“.

თბილისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, მსგავსი შინაარსის წარწერები, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოჩნდა. ახალციხეში წარწერები ცენტრალურ ქუჩებსა და საბარგო სადგურზე ახალგაზრდებმა 18 დეკემბერს გააკეთეს.

ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა.

ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.
კეთილმოწყობის სამსახურმა ახალციხეში საპროტესტო წარწერების ნაწილი გადაღება
ახალციხეში არქივის შენობის ღობე

კეთილმოწყობის სამსახურმა ახალციხეში საპროტესტო წარწერების ნაწილი გადაღება
ახალციხეში არქივის შენობის ღობე

კეთილმოწყობის სამსახურმა ახალციხეში საპროტესტო წარწერების ნაწილი გადაღება
ფარნავაზ მეფის ქუჩა

კეთილმოწყობის სამსახურმა ახალციხეში საპროტესტო წარწერების ნაწილი გადაღება

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]
‘რუსეთი ოკუპანტია’- წარწერები ბორჯომის ქუჩებში [ფოტო]
'ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა' - წარწერები გორის ქუჩებში [Photo]
შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს
"ახალციხის ციხის" დაუცველი კედლები
ახალციხის საკრებულოში 'ევროპელი' დეპუტატების პროტესტი გრძელდება
‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას