FM97.5 / LIVE

"ახალციხის ციხის" დაუცველი კედლები

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 27.02.2016
"ახალციხის ციხეში" საქართველოს მოქალაქეები დაუდევრად ექცევიან. მონიტორინგის სამსახურის მუშაობის მიუხედავად, მაინც ახერხებენ კოშკების კედლებზე წარწერების დატოვებას.

"ახალციხის ციხის" დაუცველი კედლები
"ახალციხის ციხის" კედლებზე დიდი ხანია გაჩნდა სხვადასხვა სახის წარწერები, რომლებსაც ძირითადად ტოვებენ დამთვალიერებლები. ყველა წარწერის არსი ერთი და იგივეა, იგი ეხება დამწერის ვინაობას და საკონტაქტო ნომერს. წარწერები კედლებზე მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლს იცავს მუზეუმის დაცვა და მონიტორინგის სამსახური.

როგორც მონიტორინგის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დავით ტაბატაძე აცხადებს, დაცვის და მონიტორინგის თანამშრომლები ცდილობენ, მაქსიმალურად გააკონტროლონ ყველაფერი. როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგს ციხეზე სულ 4 საგუშაგო აქვს. მას ევალება დამთვალიერებლების დახვედრა და დახმარება, თუ რაიმე შეკითხვა ექნებათ ბილეთებთან დაგკავშირებით და ტურისტულ ობიექტზე ქცევის წესების განმარტება.. „ვაფრთხილებთ, რომ დაუცველ ადგილზე ბავშვები არ უნდა ავიდნენ,“ - განაცხადა დავით ტაბატაძემ.

მონიტორინგის კომპეტენციაში შედის დამთვალიერებელთათვის უსაფრთხოების ყველა პირობის გაცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს შეამჩნევენ, რომ რაიმეს აზიანებს, მათ უფლებამოსილებაში არ შედის სადამსჯელო ღონისძიების გატარება. ამ შემთხვევაში ვიზიტორს ატოვებინებენ ტერიტორიას და, თუ ისეთი რამეა დაზიანებული, რაც ძეგლს ფინანსურ ზარალს აყენებს, მისი ანაზღაურება ხდება დამზიანებლის მიერ.

"ახალციხის ციხის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლილი გოზალიშვილმა განაცხადა, რომ მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს დამთვალიერებლებს, თუმცა ყველა კოშკში თანამშრომლის დაყენება ძალიან რთულია. ჯერ-ჯერობით ვერც კამერებს აყენებენ ყველგან , რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

მისი თქმით, ხშირად შეუმჩნევია ციტადელზე წარწერები და ერთადერთი ღონისძიება, რაც გაატარეს, შეძლებისდაგვარად წაშალეს ისინი.

"იმის მიუხედავად, რომ დაუცველი ადგილები ნაკლებადაა ციხეზე, შეუძლებელია, ასე დაწვრილებით გაკონტროლდეს დამთვალიერებელთა თითოეული ნაბიჯი. ბევრი რამ მათ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. ახალგაზრდებმა, რომლებიც „უკვდავყოფენ საკუთარ ვიზიტს“ და აზიანებენ ძეგლს, უნდა გააცნობიერონ, რომ ეს მათი ისტორიაა, მათ ეკუთვნით და შესაბამისად უნდა მოუფრთხილდნენ, – ამბობს ლილი გოზალიშვილი.

"ახალციხის ციხის" დაუცველი კედლები

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა “ახალციხის ციხის“ ციტადელზე [Photo]
‘ახალციხის ციხეზე’ რეორგანიზაცია იწყება
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
ახალციხის ციხე ხუთმა თანამშრომელმა დატოვა
‘ახალციხის ციხის’ ადმინისტრაციას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა