FM97.5 / LIVE

შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს

მთავარიპოლიტიკა 22.10.2015
ახალციხისა და ასპინძის მსგავსად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს შეურაცხმყოფელი წარწერები მიაწერეს და წითელი საღებავებით შეღებეს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.

შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს

„ქათმებო. მკვლელებო“ – მსგავსი წარწერებია მიწერილი და წითელი საღებავებია შესხმული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონულ ოფისებზე: ახალციხეში, ასპინძაში, ბათუმში, ზუგდიდში, ჩოხატაურში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, ფოთსა და ქუთაისში.

მედიაში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ხელწერა თითქმის ყველგან ერთნაირია. ზოგან ჩამსხვრეულია მინები, მოტეხილია სახელურები და ნასროლია კვერცხები.

შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს გაზეთ „ბათუმალების“ ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმელმა წევრებმა მომხდარი პოლიციაში განაცხადეს და პოლიციას ოფისთან დამონტაჟებული კამერიდან ამოღებულ კადრებსაც მიაწვდიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის რაიონული ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული.

მომხდარის გამოძიებას ითხოვენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ოფისშიც. პარტიაში იმედი აქვთ, რომ სამართალდამცველები მიმდებარე შენობების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ.

შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს საინფორმაციო სააგენტო "გურიანიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურში წარწერა "მკვლელები, ქათმები" შენობის მთელ ფასადზეა გაკეთებული.

"დროშაც კი ძირს დაგვხვდა დაგდებული. ჩვენი ოფისი მეორე სართულზეა განთავსებული, როგორც ჩანს, იქ ვერ შეძლეს ასვლა და პირველ სართულზე გააკეთეს წარწერები", -ამბობს პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კორიფაძე.

შეურაცხმყოფელი წარწერები და წითელი საღებავები – ენმ–ს ოფისები ყველა ქალაქში შეღებეს ოფისების მსგავსად, წითელი საღებავებით დააზიანეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაც.

როგორც ოფისებში აცხადებენ, პარტიები ყველგან ღამის საათებშია დაზიანებული. ზუგდიდში არსებობს ვიდეომასალაც, სადაც ჩანს როგორ ღებავს შენობას რამდენიმე ნიღბიანი პირი.

„ნაციონალების“ ოფისებში მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებენ.

მიმდინარე კვირაში, საქართველოს მასშტაბით, "ნაციონალების" ოფისებზე თავდასხმის ეს მეორე შემთხვევაა. 19 ოქტომბერს ოფისებთან აქციები გამართეს და წარწერით "SOS, ლიკვიდირებულია" შესასვლელი კარი აჭედეს ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქათმებო, მკვლელებო'–'ნაციონალური მოძრაობის' ახალციხის ორგანიზაციის შესასვლელი დღეს დილით [Photo]
ენმ ახალციხე პლაკატების გაკვრაზე – ‘ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე’
ასპინძასა და ახალციხეში 'ნაციონალების' ოფისების შეღებვაზე შსს–მ მოკვლევა დაიწყო
'ნაციონალების' ოფისების წითელი საღებავით გადაღებვა – შეფასებები ახალციხიდან [Video]
'ქათმებო, მკვლელებო' – ენმ–ს ოფისი ასპინძაშიც წითლად შეღებეს [Photo]
ახალციხეში ”ნაციონალების” ოფისი დილიდან დაკეტილია
'ენმ' ახალციხე: ოფისი ღიაა და მუშაობას ვაგრძელებთ