FM97.5 / LIVE

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.12.2019
თბილისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა. „ამ ცხოვრების დედაც“, „Fuck the Law" – უცნობმა პირებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩასა და საბარგო სადგურზე დაწერეს.

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი. მას ბრალად ჩვენების მიცემის იძულება ედება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე საგანმანათლებლო და სამართალდამცავმა სამსახურებმა ვერ შეძლეს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა. მათი შეფასებით, ეს საქმე ააშკარავებს განათლების, მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობას.

"ამ პირობებში მიუღწეველი რჩება არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის მიზნები, რომლის ამომავალ პრინციპს მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას", — წერია განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას თხოვენ. პარალელურად აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]

‘ამ ცხოვრების დედაც’ - საპროტესტო წარწერები ახალციხეშიც გამოჩნდა [ფოტო]

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კეთილმოწყობის სამსახურმა ახალციხეში საპროტესტო წარწერების ნაწილი გადაღება
ახალციხის საკრებულოში 'ევროპელი' დეპუტატების პროტესტი გრძელდება
ახალციხეში მოსწავლის ბულინგის საქმეზე საია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს
ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ასპინძაში ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა დასტაბილურდა
ასპინძაში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა