FM97.5 / LIVE

დევნილები 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ

მთავარიეკონომიკა 16.10.2013
საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო, გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში, ჩასახლებულ და თვითგანსახლებულ დევნილთა ოჯახებისთვის 200 ლარიანი - გაზის ან ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგებას გეგმავს.

დევნილები 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ
ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს, 16 ოქტომბერს, "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში,გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისინისტრის განმარტებით, გასული წლის ოქტომბრის ბოლოდან სამინისტროს 730 ბინა აქვს გადაცემული. 1052-მა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიიღო. 60 ოჯახს სახლები საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან ერთად გადეცა.

მისნიტრსმა დაგეგმილ მშენებლობებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, თბილისში, ვარკეთილის ჩასახლებაში თექვსმეტი 22-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელშიც 4498 ბინა განთავსდება. კრწანისში, ფონიჭალის ჩასახლებაში კი - 8 კორპუსი, 2130 ბინით. ასევე, დაგეგმილია, ექვსი კორპუსის აშენება ბათუმში, სადაც 1155 ბინა განთავსდება.

მინისტრმა სარემონტო სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეკეთდა 43 ობიექტ, ამათგან 11-ს სარემონტო სამუშაოები მერიის თანადაფინანსებით ჩაუტარდა.

გარდა ამისა, 1186-მა ოჯახმა ერთჯერადი, 100-დან 500-ლარამდე ოდენობის დახმარება მიიღო, 142 ოჯახს კი 100-დან 300-ლარამდე ბინის ქირა გადაეცა.

მინისტრის თქმით, გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში, 40 ათასი ჩასახლებულ და თვითგანსახლებულ დევნილთა ოჯახებისთვის სამინისტრო 200 ლარიანი - გაზის ან ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგებასაც გეგმავს.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
ნინოწმინდაში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა
დევნილებს გამოსაზამთრებლად 200-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ