FM97.5 / LIVE

მარგველაშვილი მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეს სტუმრობდა (R)

მთავარიპოლიტიკა 15.10.2013
დღეს, 15 ოქტომბერს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ადიგენელ ამომრჩეველს შეხვდა.

მარგველაშვილი მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეს სტუმრობდა (R)
მარგველაშვილთან ერთად ადიგენს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილიც ესტუმრა.

„პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე და პრემიერი - ის ტრიადაა, რომელიც ქვეყანას მყარი დემოკრატიის საფუძველს შეუქმნის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო გეგმა გააცნო და დაჰპირდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

მარგველაშვილი მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეს სტუმრობდა (R)მარგველაშვილთან შესახვედრად მოსახლეობა ადიგენის სხვადასხვა სოფლიდან შეიკრიბა. შეხვედრას ესწრებოდნენ უფროსკლასელი მოსწავლეებიც.

ადგილობრივებმა მარგვლაშვილს ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარება სთხოვეს.

„საქართველოში არსებულ ყველა პრობლემას შეეხო და დაგვპირდა, რომ ყველაფერს ნელ-ნელა მოაგვარებს“, - გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხის მკვიდრმა ნელი მეტრეველმა.

როგორც მოხიდან, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან, მოსახლეობა პრეზიდენტობის კანდიდატის დასახვედრად სამაშრუტო ტაქსებით ჩამოვიდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩამოსვლა მათი სურვილი იყო.

მარგველაშვილი მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეს სტუმრობდა (R)შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მშობლიური სოფლის, უდეს მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იყვნენ სოფელ აბასთუმნიდანაც.

„რა თქმა უნდა ჩვენი სურვილით ჩამოვედით. რამდენიმე დღით ადრე გვითხრეს, რომ მარგველაშვილი უნდა ჩამოვიდესო, ჩვენც დიდი სიამოვნებით დავხვდით“,- ამბობს სოფელ აბასთუმნის მკვიდრი.

„ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ლობჟანიძე გიორგი მარგველაშვილის ვიზიტით კმაყოფილია. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახვედრად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ 3 ათასამდე კაცი შეიკრიბა: „ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ბევრი ხალხიც მოვიდა. არავინ ელოდა ამდენ ხალხს“.

ადიგენის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელს, უდეს ესტუმრა და უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად იტრაპეზა.

ადიგენში სტუმრობით გიორგი მარგველაშვილმა სამცხე-ჯავახეთის შემოვლა დაასრულა. ადიგენამდე იგი დღეს ახალქალაქსა და ნინოწმინდას სტუმრობდა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ
როდის ეწვევა ადიგენს მარგველაშვილი? [R]
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში ერთი უბანი ბაქრაძემ მოიგო
მარგველაშვილმა მესხეთში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'