FM97.5 / LIVE

მარგველაშვილმა მესხეთში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა

მთავარიპოლიტიკა 12.09.2013
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მესხეთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა და ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს თხოვნით მისი რეზიდენციისკენ გაემართა

მარგველაშვილმა მესხეთში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა
მარგველაშვილს ასპინძაში არა მხოლოდ დაბაში მცხოვრებლები, არამედ ასპინძის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულებიც დახვდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მუნიციპალიტეტში მთავარი პრობლემა სასმელი წყალი და მიწების დაკანონებაა.

სოფელ ოშორისა და ხიზაბავრის მკვიდრები, ამბობენ, რომ მათი სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილი სოფელში გამოგზავნილი სამარშრუტო ტაქსებით, ნაწილი კი საკუთარი მანქანებით ჩამოვიდა.

„თითო სოფლიდან 20-30 კაცი ვართ წამოსული. ადრე ასე თავისუფლება არ იყო. ახლა ვისაც გვინდოდა ის წამოვედით, ვისაც არა და სახლში დარჩა“, - ამბობს ოშორელი ლექსო მიქელაძე და ამატებს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში ქვეყანაში ეკონომიკა წინ მნიშვნელოვნად წაიწევს.

მარგველაშვილი ამომრჩეველს ასპინძის ცენტრში, მოედანზე შეხვდა. ამ წუთებში იგი ასპინძიდან ახალციხისკენ მოემართება. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მარგველაშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატი რეზიდენციაში მეუფე თეოდორემ მიიწვია.

[sknews. ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ
მარგველაშვილმა ასპინძაში რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა
მარგველაშვილი მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეს სტუმრობდა (R)
ასპინძაში, ხიზაბავრის თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს [R]
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ
პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს უმასპინძლდება პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე?