FM97.5 / LIVE

'ოცნების' ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.12.2019
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

'ოცნების' ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

„მოდით, ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რა იქნება 2024 წელს, ამას გვაჩვენებს დრო, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ამიტომ პროპორციულიც უნდა ვნახოთ როგორია, შერეულიც, მაჟორიტარულიც, ყველას უნდა შევეხოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რომელი იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის განსჯის საგანი, ჯერ კონსტიტუციას არ ვეხებით,“- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა.

სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, იმიტომ, რომ ადგილებზე როგორც წესი, მაჟორიტარებად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული ბექგრაუნდი გააჩნია და პოპულარულია. მე ეს ცვლილება უპერსპექტივო მგონია, რა თქმა უნდა, 11-ზე მეტი ეყოლება მხარდამჭერი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ”, - აცხადებს სიმონ ნოზაძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ოცნების' ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა
ISFED: პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს
‘ნაციონალური მოძრაობა’ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა - განხილვა ახალციხეში
'გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა]