FM97.5 / LIVE

ISFED: პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.11.2019
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა.

ISFED: პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით: "12 ნოემბრის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეინიშნებოდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობები, არაეთიკური გამონათქვამები, სიტყვიერი დაფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულიპროექტის განხილვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც თავად არიან ამ კანონპროექტის ინიციატორები".

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს: მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად.

პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს არ უყარა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა, სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა. კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. განხილვა უკვე მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები
პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
პარლამენტმა პროპორციული არჩევნების პროექტი ჩააგდო
პარლამენტში პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა 14 ნოემბრამდე გადაიდო
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება