FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.06.2020
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამმა დეპუტატმა, რომლებიც ადრე პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგნი იყვნენ, აზრი შეიცვალა და დღეს, 21 ივნისს, პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი იმ სამ დეპუტატს შორის იყო, რომლებმაც, 2019 წლის 14 ნოემბერს პროპორციული საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს. მაშინ დეპუტატმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ „პროპორციული სისტემის არსებობის შემთხვევაში პარლამენტში სრული ქაოსი იქნებოდა“.

მკოიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ახლაც ეწინააღმდეგება და დარწმუნებულია, რომ ქვეყნისთვის და მისი რეგიონისთვის მაჟორიტარული სისტემა სჯობს. ახლა მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ შერეულ საარჩევნო სისტემაზეა საუბარი. გარდა ამისა გაითვალისწინა 8 მარტის შეთანხმებაც.

„ადრეც გითხარით, რომ მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვარ, ერთი რეგიონიდან ხუთჯერ ამირჩიეს მაჟორიტარად, მე ჩემპიონი ვარ. არ მაქვს უფლება მხარი არ დავუჭირო მაჟორიტარულ სისტემას. მეორე მიზეზი ისაა, რომ ჩვენ როგორც უმცირესობა ვცხოვრობთ ახალქალქში, ჩვენს ერს უნდა თავისი ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში, რომ პრობლემები დროულად მივიტანოთ პარლამენტში და მის მოგვარებაზე ვიზრუნოთ. მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ახლა შერეული სისტემაა, გარდა ამისა ევროპასაც და საელჩოებსაც უნდოდათ რომ ეს სისტემა მიგვეღო, თან ნინოწმინდა-ახალქალაქი ისევ მარჟორიტარულ ოლქად რჩება, ამიტომ მიზეზს ვერ ვხედავ რატომაც არ უნდა დამეჭირა მხარი“,- ამბობს მკოიანი.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტში შესულმა სამველ მანუკიანმა, გასულ წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი მიიჩნევს, რომ შერეული სისტემა მისაღებია.

„სიმართლე გითხრათ, პირადად მე, მაკმაყოფილებს შერეული სისტემის ეს ვარიანტი. მაშინ საუბრობდნენ, რომ მაჟორიტარები საერთოდ არ ყოფილიყვნენ. სწორი იქნება, რომ ჩვენს რეგიონს მაჟორიტარი ჰყავდეს “,-ამბობს მანუკიანი.

საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია კოპაძემაც, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება ჩვენთვის უცნობია, დეპუტატმა დღეს ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. 2019 წლის 14 ნოემბერს კი კოპაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 5 დეპუტატი. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცეს ბიძინა გეგიძემ, ემზარ კვიციანმა, დავით ჭიჭინაძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და კახა ოქრიაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
'ეს არის საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი' – აშშს–ს საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე
კოპაძემ და მკოიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს
‘ქვეყანა მზად არაა პროპორციული სისტემისთვის’ – დეპუტატები სამცხე–ჯავახეთიდან
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს
ოქტომბრის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება – პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა