FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე პოლიციელებმა და ახლგაზრდებმა იჩხუბეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 28.10.2019
ახალციხეში, რესტორან „რაბათის“ მიმდებარედ, ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის დაწყებული შეკამათება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს პოლიციელი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროკურატურამ საქმეზე ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ახალციხის ციხეზე პოლიციელებმა და ახლგაზრდებმა იჩხუბეს

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჩხუბი 19 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე ციხეზე არსებულ რესტორანში ქეიფობდა.

„არ ვიცი რის გამო დაიწყეს ჩხუბი. პოლიციელები მთვრალები იყვნენ. ხმაურზე ციხის დაცვა მოვიდა. მერე ვიღაცამ პოლიციაში დარეკა. ეს მოხდა რესტორნის გარეთ, შიგნით არავის უჩხუბია“, – აცხადებენ რესტორნის თანამშრომლები.

ახალციხის ციხის დაცვის სამსახურის თანამშრომლების განმარტებით, ჩხუბის დროს ერთ–ერთი სამართალდამცავი დაშავდა: „სასწრაფო არ დაგვინახავს, დაშავებული პოლიციელი ისევ თავისიანებმა წაიყვანეს“.

იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, ახალციხის ციხეზე ჩხუბის დროს დაშავებული ერთ–ერთი პოლიციელი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს.

მორიგე ექიმი ამბობს, რომ სამართალდამცველი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა: „დაშავებულმა კატეგორიული უარი განაცხადა რაიმე კვლევის ჩატარებაზე, ხელი მოაწერა და წავიდა“.

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის.

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციელებსა და არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ნინოწმინდაში დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ
‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს
‘სანამ გავითიშებოდით, გვირტყამდნენ’ – ჯგუფური ჩხუბი ახალქალაქში
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი