FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით ადგილობრივები აქციას მართავენ

მთავარისიახლე, სამართალი 26.08.2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში მცხოვრებლები, 23 აგვისტოს საძოვრების გამო მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირების გათავისუფლებას ითხოვენ, ადგილობრივები აქციას ახალქალაქის სასამართლოსთან მართავენ.

aqcis-axalqalaqshi

პროტესტი ახალქალაქში დღეს, 26 აგვისტოს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყო. მოსამართლე არარატ ესოიანმა 23 აგვისტოს დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 11–დან სამი თორიას მკვიდრია, რვა კი მომთაბარე მწყემსი.

სოფელ თორიას მოსახლეობა დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

23 აგვისტოს თორიელებსა და მომთაბარე მწყემსებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავდა შვიდი ადამიანი, 11 კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

სოფელ თორიაში მცხოვრებ სამ პირს ბრალი სსკ-ს 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ხოლო მომთაბარე მწყემსებს უფრო მძიმე მუხლით წარედგინათ, სსკ-ს 225 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

მომთაბარე მწყემსები ამბობენ, რომ თორიას მოსახლეობამ მათი საძოვრებით სარგებლობის სანაცვლოდ იმაზე მეტი ცხვარი მოითხოვა, რაზეც შეთანხმება ჰქონდათ. თორიელები კი აცხადებენ, რომ მომთაბარე მწყემსების ფარამ ის ტერიტორია გაანადგურა, სადაც ზამთრის სამყოფი თივა უნდა მოეთიბათ.

დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მსგავსი აქცია 24 აგვისტოს ნინოწმინდის პოლიციის შენობასთანაც გაიმართა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში დაპირისპირებისას დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა
7 დაშავებული და 11 დაკავებული – რატომ დაიწყო დაპირისპირება მწყემსებსა და ნინოწმინდელებს შორის
ნინოწმინდაში მომთაბარე მწყემსებთან მომხდარი ჩხუბის შედეგად 11 პირი დააკავეს
ახალციხის ციხეზე პოლიციელებმა და ახლგაზრდებმა იჩხუბეს
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ნინოწმინდაში საძოვრების გამო მომხდარი ჩხუბის შედეგად საავადმყოფოში 5 პირი შეიყვანეს