FM97.5 / LIVE

ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.10.2019
დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანების დღის აღსანიშნავად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა ვეტერანებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში, ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 11 ვეტერანს. მათ შორის,მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსის მქონე 10 ვეტერანს 200 ლარი გადაეცა, ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსის მქონე ერთ ვეტერანს 250 ლარი: „გარდა ამისა, მათ ყოველთვიურად ერიცხებათ ფულადი დახმარება მუნიციპალიტეტისაგან“.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხის მერიაში ახალციხელ ვეტერანებს შორის ნარდში შეჯიბრით გაგრძელდა, გამარჯვებულებს მერიისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

მემორიალთან შეკრებილებმა ყვავილებით შემკობის შემდეგ მერიის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც ვეტერანები ერთმანეთს ნარდის თამაშში შეეჯიბრებიან.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით 17 ოქტომბერს სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ვეტერანების დღე აღნიშნეს
როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთში
ერთჯერადი დახმარებები შშმ ვეტერანებს
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა ®
შშმ პირებმა ერთჯერადი ფულადი დახმარებები მიიღეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში მემორიალთან არ აღინიშნება