FM97.5 / LIVE

ახალციხეში ვეტერანების დღე აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.10.2018
დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანების დღის აღსანიშნავად, ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს კი მერიამ 200–200 ლარი გადასცა.

ახალციხეში ვეტერანების დღე აღნიშნეს

ადგილობრივი თითმმართველობის, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ვეტერანებმა ომში დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

„ჩვენ დღეს ვიხსენებთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს. ჩვენი სამშობლო მუდმივად ომებშია. ვალდებულები ვართ გვერდში დავუდგეთ ომში დაღუპული გმირების ოჯახებს“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ახალციხეში ვეტერანების დღე აღნიშნეს

მემორიალთან შეკრებილებმა მერიის შენობაში გადაინაცვლეს. აქ ვეტერანებს ნარდის თამაშში გუბერნატორი, ქალაქის მერი და სხვა საჯარო მოხელეები შეეჯიბრნენ. ამის შემდეგ კი ვეტერანებს შორის ნარდში ჩემპიონატი გაიმართა. მერიამ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ახალციხის მერიამ დღესვე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 11 ვეტერანს თანხა გადაურიცხა. 10–მა ვეტერანმა 200–200 ლარი, ერთმა კი, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, 250 ლარი მიიღო. ჯამში ფულადი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 2 250 ლარი გამოიყო.

ვეტერანთა დღე საქართველოში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერს 2014 წლიდან აღინიშნება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
ერთჯერადი დახმარებები შშმ ვეტერანებს
ახალციხეში 9 მაისი აღნიშნეს
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ