FM97.5 / LIVE

ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა მშენებლობა განახლდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.10.2019
ბაკურიანში, კომპანია „ანაგმა“ „კოხტა მიტარბის“ ტერიტორიაზე იმ კორპუსის მშენებლობა განაახლა, სადაც რამდენიმე თვის უკან მუშა დაიღუპა. მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშის საქმეზე გამოძება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა მშენებლობა განახლდა

შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის მითითებების შესრულების შემდეგ კომპანია „ანაგმა“ სამუშაოები რამდენიმე დღის წინ განაახლა. ბაკურიანში, „კოხტა დეველოპმენტის“ კონტრაქტორ, კომპანია შპს „ანაგის“ ობიექტზე მუშის დაღუპვის შემდეგ დაახლოებით ორი თვე გავიდა.

შსს–ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გაულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმინობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომპანიას ამ დრომდე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან სანქციები არ დაკისრებია. მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია ექსპერტიზები.

„ჩვენთან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ლაშა ცხვარიაშვილია, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, რადგანაც გამოძიება ექსერტიზის დასკვნას ელოდება“, – განაცხადა „ანაგის“ შრომისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსმა ბადრი გელაძემ.

მშენებლობაზე სამუშაოები შეცვლილი სამუშაოთა მწარმოებელის ხელმძღვანელობით განახლდა.

ბადრი გელაძე ამბობს, რომ კორპუსის კარკასზე სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაასრულებენ: „პარკინგის ტერიტორიაც ჩვენ უნდა მოვაწყოთ, ვვარაუდობთ, რომ ნოემბრის 20–მდე დავასრულებთ“.

„კოხტა მიტარბში“, შპს „ანაგის“ ობიექტზე მუშა 16 აგვისტოს დაიღუპა. მომხდარის შემდეგ კომპანიამ შრომითი ინსპექტორების გადაწყევიტილებით სამუშაო პროცესი შეაჩერა.

[თორნიკე ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'
შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა
ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა
უდესთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, საქმე გადაკვალიფიცირდა
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა