FM97.5 / LIVE

შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'

მთავარისიახლე, სამართალი 20.08.2019
ბაკურიანში, მშენებლობაზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებია - ამის შესახებ, "შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში" საუბრობენ. მშენებელ კომპანია „ანაგში“ კი, შემთხვევას ამწის არასწორ მართვას აბრალებენ.

შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'

შენობა, საიდანაც 16 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, ბაკურიანში, „კოხტა დეველოპმენტის“ დაკვეთით შენდება. მრავალსართულიან სასტუმრო „კოხტა–მიტარბში“, სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ანაგი“ ახორციელებს. იგი შენობის კარკასს აშენებს.

კომპანია „ანაგის“ მუშის გარდაცვალების მიზეზად, ტექნიკის არასწორად მართვას ასახელებენ და ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო: "„ამწეკრანს“ აჰქონდა ტვირთი, ტვირთმა წამოსდო ამ ადამიანს და გადმოაგდო. საკითხი მოკვლევაშია და ვსწავლობთ, ჩვენც, პოლიციაც და შრომის ინსპექციაც. მოაჯირები, ფენილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გვქონდა. დამცავი ბადე არ იყო, მაგრამ ეს ბადე ადამიანებისთვის არაა, ეს არის იმისთვის, რომ სამშენებლო მასალები არ ჩამოცვივდეს", - ამბობს კომპანია „ანაგის“ შრომის უსაფრთხოების უფროსი, ბადრი გელაძე.

მისივე განცხადებით, ტვირთის ატანის საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს: „ტვირთის ატანის პროცესში ან „ავტოამწეკრანის“ ოპერატორმა დაარღვია წესი, ან ე.წ. მეისრემ. აქ უსაფრთხოების ნორმის დარღვევასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ უშუალოდ, ამწის მართვასთან“, - ამბობს ბადრი გელაძე.

„კოხტა-მიტარბის“ კარკასის მშენებლობაზე 56 წლის მუშა სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი ოჯახის წევრები ერთ ბრიგადად მუშაობდნენ: „ბიძა, ძმები, შვილი, სიძე ერთად მუშაობდა. შვიდი-რვა წელია ეს ბრიგადა მოგვყვება ჩვენ, საკმაოდ გამოცდილი ბრიგადაა“.

მუშის გარდაცვალების შემდეგ, მშენებარე ობიექტზე შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ზომების შესამოწმებლად, მოკვლევა „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა“ დაიწყო. მათი ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე, არც უსაფრთხოების ნორმები იყო დაცული და არც შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობდა.

„იყო ადგილები, სადაც არსებობდა სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე და არ იყო შესაბამისი მოაჯირები და უსაფრთხოების ბადეები. ადგილზე არ იქნა წარმოდგენილი საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების ჟურნალი, არ იქნა წარმოდგენილი სამაშველო გეგმა და საგანგებო სიტუაციებში სამოქმდო გეგმა, ასევე ისტრუქტაჟების თემატიკა წარმოდგენილი იყო არასრულყოფილად და არ ასახავდა სრულ ინფორმაციას“, - განმარტა "შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის" წარმომადგენელმა მაია მიქაიამ.

შეუსაბამო პირობების გამო, ინსპექციამ ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო: „როდესაც ინსპექცია ამოწმებს ობიექტს და ხედავს, რომ არის კრიტიკული შეუსაბამობა, ამასთან ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მყისიერად უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ინსპექცია არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ“.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „ანაგმა“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი იმ დღეს დანიშნა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა: „ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ობიექტს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი არ ჰყავდა და თვალის ასახვევად გადადგა ეს ნაბიჯი კომპანიამ.

გარდა ამისა, ჩვენ შემსწრე პირებს არ გავსაუბრებივართ. აღმოჩნდა, რომ ჩვენ როცა ჩავედით, ისინი არ იმყოფებოდნენ ადგილზე. კონკრეტულად დეტალებზე საუბარს იქამდე ვერ დავიწყებთ, სანამ თვითმხილველებს არ გამოვკითხავთ“.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მშენებლობა იქამდე არ განახლდება, სანამ დამსაქმებელი ოქმში ჩაწერილ დარღვევებს სრულად არ აღმოფხვრის და შესაბამის დოკუმენტაციას დეპარტამენტში წარადგენს. ამის შემდეგ, ობიექტზე არსებულ მდგომარეობას შრომის ინსპექტორები ხელახლა შეისწავლიან.

ბაკურიანში, 16 აგვისტოს სასტუმრო „კოხტა-მიტარბის“ მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 56 წლის კაცი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინაშარიძეებში ცხოვრობდა.

შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'

[თორნიკე ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა მშენებლობა განახლდა
შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება
'საქართველოს რკინიგზის' 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცათ ®