FM97.5 / LIVE

შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 16.08.2019
მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების მიზეზებზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მუშაობს.

შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’

56 წლის კაცი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინაშარიძეებში ცხოვრობდა. იგი ბაკურიანში კერძო კომპანიის მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან ამის გამო ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო სამსახური: „ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“.
ცხედარი ახალციხის პროზექტურაში, 16 აგვისტოს დაახლოებით 11:00 საათზე შეიყვანეს.

ადგილზე სიტუაციის შესასწავლად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებიც მუშაობენ.

კითხვაზე, იყო თუ არა ობიექტზე, შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული, დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ აქამდე ეს შენობა შემოწმებული არ იყო: „გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოწმდება ობიექტები. რადგან უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება იქნება. ინსპექტორები ჩავლენ და შეისწავლიან“, - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სალომე გოგინაშვილი.

უწყებაში მშენებელი კომპანიის ვინაობას, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ: „ამის თქმის საშუალება ჯერ–ჯერობით არ გვაქვს. ინსპექტორები, რომ ჩავლენ უკვე ადგილზე, ყველა დეტალს, მათ შორის იმასაც, ვინ ახორციელებს ამ საქმიანობას, გეტყვით. შესაძლოა ქვეკონტრაქტორები იყვნენ“.

მუშის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

[თორნიკე ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა
ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა მშენებლობა განახლდა
შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
ტყიბულის მაღაროდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა
ახალციხე-ვალის გზაზე კაცი გარდაიცვალა