FM97.5 / LIVE

ასოციაცია ‘ტოლერანტი’ სკოლებს ენერგოეფექტურ ღუმელებს გადასცემს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.10.2019
სამცხე–ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტისა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინიციატივით, ერუშეთის დაცული ტერიტორიის 15 სოფლის სკოლას ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცემა.

ასოციაცია ‘ტოლერანტი’ სკოლებს ენერგოეფექტურ  ღუმელებს გადასცემს
როგორც „ტოლერანტის“ დირექტორი ცირა მესხიშვილი აცხადებს, აქციის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სკოლებს ენერგოეფექტური ღუმელები ექნებათ, პირველ რიგში ერუშეთის დაცულ ტერიტორიაში შემავალი სოფლების უმრავლესობა ისარგებლებს.

„ღუმელებს რა თქმა უნდა ყველგან ვერ დავარიგებთ. სადაც გაზია შეყვანილი და სკოლა შეშას არ მოიხმარს, ისინი, დახმარებით ვერ ისარგებლებენ. შერჩეულ 15 სკოლას კი ეტაპობრივად გადავცემთ ღუმელებს, მსგავსი აქცია შესაძლოა შემდეგშიც გაგრძელდეს“, – ამბობს ცირა მესხიშვილი.

როგორც მესხიშვილი ამბობს, ღუმელები, რომლებსაც ასოციაცია სკოლებს გადასცემს, ენერგოეფექტურობით გამოირჩევიან. ღუმელები გერმანელი ინჟინერების მიერაა დაპროექტებული. სქელი თნუქისაგან დამზადებულ ღუმელს, შიგნით ცეცხლგამძლე აგური აქვს, რათა ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.

სკოლებისთვის გამათბობლებს მეთუნუქე ლევან ბერიძე ამზადებს, მისი თქმით, ერთი ღუმელი 10-15 წელს იმუშავებს: „ღუმელი ისეა მოწყობილი რომ თავისუფლად გაათბობს ერთ სკოლას და ნაკლებ შეშასაც მოიხმარს“.

ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი ამბობს, რომ პროექტი საპილოტეა: „ამით ვცდილობთ მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ მსგავსი ღუმელებით მეტი სითბო მიიღებაა და შესაძლებელია ნაკლები შეშის დახარჯვა.“

ასოციაცია „ტოლერანტი“ აქციას, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის „საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით“ ფარგლებში ახორციელებს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს
ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართება
ცირა მესხიშვილი: ‘ქუჩური, ძველბიჭური მენტალიტეტი უნდა მოვიშოროთ’
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
ცირა მესხიშვილი: რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს