FM97.5 / LIVE
ცირა მესხიშვილი: რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს

ცირა მესხიშვილი: რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს

მთავარისაზოგადოება 20.02.2013
არასამთავრობო ორგანიზაცია ’ტოლერანტში’ ამბობენ, რომ რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს.

ცირა მესხიშვილი: რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს
ასოციაცია 2001 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა კუთხიტ მუშაობს და ბოლო რამდენიმე წელია მუსლიმანი მესხების თემაზე არაერთი პროექტი განახორციელა.

- ’რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს. ყველა რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, არ უნდა შეილახოს არცერთი მხარის ინტერესი. აუცლებელია ხალხს ჰკითხონ და ოქროს შუალედი გამონახონ’, - გვეუბნება ასოციაცია ’ტოლერანტის’ თავმჯდომარე, ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი.

რაც შეეხება ნაცვალგების პრინციპს, ’ტოლერანტში’ ამბობენ, რომ ტაო-კლარჯეთში არსებული ჩვენი ძეგლების აღსადგენად ყველანაირ დათმობაზე უნდა წავიდეთ.

მესხიშვილი ახლციხეში მცხოვრებ მუსლიმან მესხებზე დაუბრობს და ამბობს, რომ შიში, რომ მეჩეთების მშენებლობით ქვეყანაში რელიგიური დაპირისპირებების საფრთხე შეიძლება გაჩნდეს, უსაფუძვლოა.

- ’ჩვენს კუთხეში მუსლიმანი მოსახლეობა მცირე რაოდენობითაა. მათ მთავრობასთან სალოცავების კუთხით არანაირი პრეტენზიები არ აქვთ. შეიძინეს ფართი თავისი ხარჯებით და იქ მოაწყვეს სალოცავი. მათ ჰყავთ თავისი მოძღვარი, ერთი ახალციხეშია, ერთი აჭარიდან ჩამოდის ხოლმე. ისინი ხელს არავის არ უშლიან’, - ამბობს ცირა მესხიშვილი და აქვე ამატებს, რომ სალოცავებთან დაკავშირებით პრობლემა არც ადიგენშია: ’ადიგენის რაიონის სოფლებში აჭარელი მოსახლეობის ნაწილი მუსლიმანია. მათ თავისი სალოცავები აქვთ და მოძღვარი ჰყავთ’.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი. ერთი ვერსიით, მეჩეთის აშენების სანაცვლოდ თურქეთში არსებული ქართული ძეგლები აღდგება და ამ პროცესში ქართველი არქიტექტორებიც ჩაერთვებიან. გასულ წელს ბათუმის აზიზიეს მეჩეთტან ერთად, საუბარი იყო ახალციხეში, აზი ახმედ ფაშას მეჩეთის აღდგენაზეც, თუმცა, ახალციხის ისტორიული უბნის რაბათის რეაბილიტაციის ფარგლებში ახმედ ფაშას მეჩეთი გასულ წელს, ზაფხულში აღადგინეს.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი ისევ დაიწყო
ცირა მესხიშვილი: ‘ქუჩური, ძველბიჭური მენტალიტეტი უნდა მოვიშოროთ’
ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’
გურამ ოდიშარიას განცხადებით, ახალციხის მეჩეთზე შესაძლოა გუმბათის ფერი შეიცვალოს
ასოციაცია ‘ტოლერანტი’ სკოლებს ენერგოეფექტურ  ღუმელებს გადასცემს

Brave Kids-ის მონაწილეები საქართველოში დაბრუნდნენ