FM97.5 / LIVE

ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.10.2019
სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ტურისტული ააიპ–ისთვის, სადაც ვაკანსია მეორედ გამოცხადდა, აპლიკანტებთან გასაუბრება დასრულდა. ახალი თანამშრომლები ამ ეტაპზე შერჩეულები არ არიან.

ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) თანამშრომლების შესარჩევად, კონკურსი მეორედ, 30 აგვისტოს შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდა: მარკეტინგის მენეჯერი, PR მენეჯერი და აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე გვიხსნის, გასაუბრებაზე მხოლოდ ოთხი აპლიკანტი მივიდა, ორი მარკეტინგის და პიარის, ხოლო ორი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

საკონკურსო კომისიამ კონკურსანტებს დამატებით ტესტირება დაუნიშნა და ამ ეტაპზე მათი ნამუშევრები მოწმდება.

„კონკურსანტებს მათი უნარჩვევების შესამოწმებლად გასაუბრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს. ახლა მათ მიერ დაწერილ ტესტებს ამუშავებენ, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღოთ“, – განმარტავს ეკატერინე ორჯონიკიძე.

ტურისტული ააიპ–ისთვის გამოცხადებულ პირველ კონკურსში, შესამაბისი კადრი მხოლოდ ერთ, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე შეირჩა.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია
ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა