FM97.5 / LIVE

ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2019
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ახალად ჩამოყალიბებული ტურისტული ააიპ–ისთვის გამოცხადებულ სამ ვაკანსიაზე, აპლიკანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო კომისიის წინაშე 12 აპლიკანტი წარსდგება.

ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპლიკანტებთან გასაუბრება დღეს, ხუთ აგვისტოს 11:00 საათიდან დაიწყო.
როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე განმარტავს, 12 აპლიკანტთან გასაუბრება დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე კომისიის წინაშე გასაუბრებას ტურისტული ააიპ–ის აღმასრულებელი დირექტორობის მსურველი ორი აპლიკანტი გაივლის, შემდეგი ხუთი აპლიკანტი ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზაე და ამავე რაოდენობის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერობის პოზიციაზე.

„კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო განსაკუთრებით აღმასრულებელი დირექტორისა და ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე და საკმაოდ კარგი კონკურსანტებიც არიან“, – ამბობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე.

დღეს, გასაუბრებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. გასაუბრება ხუთ საათამდე უნდა დასრულდეს, როგორც ეკა ორჯონიკიძე ამბობს, სამივე პოზიციაზე კანდიდატები კვირს ბოლომდე შეირჩევიან.

კონკურსანტების შეფასება ქულებით მოხდება და გასაუბრების შემდეგ ეტაპზე ისინი გადავლენ, ვინც სხვადასხვა კომპეტენციებით 70%–ს გადალახავენ.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა
ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია