FM97.5 / LIVE

ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.07.2019
სამცხე-ჯავახეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ თანამშრომლების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე განცხადებების შეტანის ვადა ამოიწურა. ამ ეტაპზე, იმ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება მიმდინარეობს, რომელმაც კონკურსანტები უნდა შეარჩიოს. უკვე ცნობილია, ვინ შევა კომისიაში არასამთვარობო და კერძო სექტორებიდან.

ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისათვის ჩამოყალიბებული „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანზიაციის“ (DMO) მიერ გამოცხადებულ კონკურსზე 30 ივნისს დასრულდა განაცხადების მიღება. სამ ვაკანსიაზე სულ 30 კონკურსანტის 47 განაცხადი შევიდა – ზოგიერთმა კონკურსანტმა რამდენიმე ვაკანტურ პოზიციაზე შეიტანა განაცხადი.

პარალელურად, კონკურსანტების შესარჩევად, ორგანიზაცია საკონკურსო კომისიას აყალიბებს. მასში სულ ხუთი წევრი შევა და დაემატება კიდევ ორი რეკომენდატორი, საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს პროექტიდან.

საკონკურსო კომისიის სამი წევრის ვინაობა უკვე ცნობილია. ხუთკაციან შემადგენლობაში არასამთავრობო სექტორიდან ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, კერძო სექტორიდან კი, შპს „ლომსიას“ გენერალური დირექტორი ამირან ქიმერიძე შევლენ.

კომისიის თავმჯდომარე იქნება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა ორჯონიკიძე. გარადა ამისა, კომისიას დაემატება კიდევ ორი წევრი.

„საკონკურსო კომისიის შექმნამდე, შეიქმნა საბჭო, რომელშიც წევრები ექვსივე დამფინანსებელი მუნიციპალიტეტიდან შედიან. დღეს ამ საბჭოს სხდომა ჩატარდება. მათგან აირჩევა ორი ადამიანი, რომლებიც საკონკურსო კომისიაში შევლენ. სულ ხუთი წევრით დაკომპლექტდება კომისია“, - ამბობს ეკა ორჯონიკიძე.

რაც შეეხება კონკურსანტებს, მათი შერჩევის მეორე ეტაპი 16-17 ივლისს გაიმართება. თითოეულმა კონკურსანტმა, დაახლოებით 15 წუთის განმავლოაბში, კომისიის წინაშე საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაშიც შესაბამის ქულებს მიიღებს.

„ზოგჯერ, CV ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ ადამიანს არ შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ხედვა. ზოგჯერ კი, CV არის ძალიან მშრალი, თუმცა ადამიანმა იცის თავისი საქმე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კონკურსანტებმა წარმოადგინონ ერთი ტურისტული ლოკაციის განვითარების ან მთლიანად რეგიონის ტურიზმის განვითარების ხედვა. აბსოლუტურად თავისუფლები არიან, რაზე გააკეთებენ აქცენტს“, - ამბობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე.

წარმოდგენილ პრეზენტაციებს საკონკურსო კომისიის წევრები ქულებით შეაფასებენ. გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად, კონკურსანტმა ქულათა 70%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

საბოლოოდ, კომისია 47 განაცხადიდან სამ სპეციალიტსა – ორგანზიციის აღმასრულებელ დირექტორს, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერს და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერს შეარჩევს.

სამცხე–ჯავხეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია