FM97.5 / LIVE

ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2019
სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით შექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ისთვის სამი თანამშრომლის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს

ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლობის მსურველებს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციში 17 ივვლისს მოუსმინეს. გასაუბრების დასრულების შემდეგ, კომენტარი შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, ეკა ორჯონიკიძემ გააკეთა: „ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის, ასევე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერობის მსურველებით კმაყოფილი ვარ, თუმცა დირექტორის ვაკანსიაზე შემოსული წინადადებებით არ ვარ კმაყოფილი“.

სწორედ ამიტომ, ეკა ორჯონიკიძე ააიპ-ის დირექტორის პოზიციაზე კონკურსის თავიდან გამოცხადებას არ გამორიცხავს: „ამის ერთ-ერთი მიზეზს ანაზღაურებაში ვხედავთ, 1500 ლარი არ არის ის თანხა, რაზეც ჩვენთვის სასურველი კომპეტენციის მსურველი გამოჩნდება. ამიტომ, შესაძლოა, გაზრდილ ხელფასზე, კონკურსი ხელახლა გამოვაცხადოთ“.

გასაუბრებების პირველი ეტაპი სამ ნაწილად წარიმართა, რომელზეც პირველად კომისიის წინაშე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორობის მსურველები წარდგნენ. რვა რეგისტრირებული კონკურსანტიდან, გასაუბრებაზე ექვსი გამოცხადდა.

გასაუბრების მეორე ნაწილი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე დარეგისტრირებული პირებისთვის გაიმართა. აქ 12 რეგისტრირებული აპლიკანტიდან, 8 გამოცხადდა.

ბოლოს კი საკუთარი ხედვა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერობის კანდიდატებმა წარმოადგინეს. ამ პოზიციაზე 7 კანდიდატი იყო რეგისტრირებული და 4 გამოცხადდა.

კონკურსანტების შეფასება ქულებით მოხდება და გასაუბრების შემდეგ ეტაპზე ისინი გადავლენ, ვინც სხვადასხვა კომპეტენციებით 70%–ს გადალახავენ.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ტურისტული ააიპ–სთვის თანამშრომლების შესარჩევ კონკურსზე 47 განაცხადი შევიდა
‘პრობლემა ინგლისურის არცოდნამ შექმნა’ - DMO-სთვის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეირჩა
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია