FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა სუსტია

მთავარიპოლიტიკა 04.10.2013
ამერიკული კვლევითი კომპანიის კვლევის მონაცემებით, მაისის თვესთან შედარებით, დღეს გაცილებით მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა სუსტია
ამერიკული კომპანიის „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის“ (Greenberg, Quinlan, Rosner Research) კვლევის მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მიმდინარე წლის მაისის შემდეგ 58%-დან 45%-მდე შემცირდა. ხოლო, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საპირისპიროდ ფიქრობს, 20%-დან 36%-მდე გაიზარდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა სუსტიამაისის შემდეგ იმ ადამიანების რიცხვიც გაიზარდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სუსტია. თუ მაისში ამ რესპონდენტების რიცვი 70%-ით განისაზღვრებოდა, ახლა მათი რაოდენობა 76%-ია. ხოლო მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს რომ ქვეყანაში ეკონომიკა ძლიერია, 22%-დან 18%-მდე შემცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა სუსტიარაც შეეხება სამუშაო ადგილებს, გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ მის ირგვლივ სამუშაო ადგილებისადმი ხელმისაწვდომობა უარესდება, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ უმჯობესდება.

ამერიკული კომპანიის „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის“ მიერ, პირისპირი ინტერვიუების გზით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1204 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევითი ცდომილების ზღვარი +/-2-3 პროცენტს შეადგენს. კვლევა ტარდებოდა 15-21 სექტემბერს. აღნიშნულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევა: მარგველაშვილი - 43%, ბაქრაძე - 22%
NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება –NDI
NDI: მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
გამოკითხულთა 32% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI