FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევა: მარგველაშვილი - 43%, ბაქრაძე - 22%

მთავარიპოლიტიკა 04.10.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს უჭერს მხარს, 22% კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევა: მარგველაშვილი - 43%, ბაქრაძე - 22%
ამერიკული კომპანიის „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის“ (Greenberg, Quinlan, Rosner Research) მიერ, პირისპირი ინტერვიუების გზით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1204 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევითი ცდომილების ზღვარი +/-2,8 პროცენტს შეადგენს. კვლევა ტარდებოდა 15-21 სექტემბერს.

კვლევის შედეგებით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: 22% - დავით ბაქრაძე; 43%- გიორგი მარგველაშვილი; 8% -ნინო ბურჯანაძე; 5% -შალვა ნათელაშვილი; 1%- გიორგი თარგამაძე, 1% -კობა დავითაშვილი; 17% -ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება სხვა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებს, „ქართულო ოცნების“ მიერ დაკვეთილი, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის „ფსიქოპროექტის“ კვლევის მიხედვით, რომელიც 16-23 სექტემბერს ჩატარდა, გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 56,1% უჭერს მხარს; მეორე ადგილზე, 11,9%-ით, დავით ბაქრაძეა; მესამე და მეოთხე ადგილებს, კი, ნინო ბურჯანაძე - 9,5% და შალვა ნათელაშვილი - 3,0% იყოფენ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის შედეგებით კი, 39% მარგველაშვილს უჭერს მხარს, 18% - ბაქრაძეს, 7% - ბურჯანაძეს, 3% - ნათელაშვილს და 3% - თარგამაძეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა სუსტია
ახალქალაქის სამი უბნის მონაცემებით, არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
N28 ახალციხის უბანი: მარგველაშვილი 261 ხმა, ბაქრაძე -145
‘გამოკითხულთა 33% მხარს უჭერს ‘ოცნებას’, 15% - ენმ-ს’ - IRI
"რუსთავი 2"-ის ეგზითპოლი: მარგველაშვილი 66,7%
"იმედის" დაკვეთილი ეგზითპოლის შედეგებით მარგველაშვილმა 68% მიიღო