FM97.5 / LIVE

ასპინძაში ადგილობრივები ათობით პირუტყვს ეძებენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 28.09.2019
დაბა ასპინძაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი აცხადებს, რომ ერკოტის მთაში, მწყემსისთვის მიბარებული საქონელი დაკარგეს, ვერ უკავშირდებიან თავად მწყემსსაც.

ასპინძაში ადგილობრივები ათობით პირუტყვს ეძებენ
ფოტო: მესხური მემკვიდრეობა

ასპინძელებს მომხდარის შესახებ, ერკოტის მთაში დროებით მცხოვრებლებმა დღეს, 28 სექტემბერს შეატყობინეს.

„დღეს დამირეკეს და მითხრეს საქონელია დაკარგული და არც მწყემსი ჩანსო, ავედი ერთი ძროხა მკვდარი ვნახე, დანარჩენი ვიპოვე“, – ამბობს ერთ–ერთი ასპინძელი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პირუტყვის ნაწილი საქონლის სადგომშია, ნაწილი კი არ ჩანს: „9–10 კაცი დავდივართ და ვეძებთ საქონელს, არ ვიცით რა მოხდა. მწყემსს ვერ ვუკავშირდებით“.

ერკოტელი მწყემსები ამბობენ, რომ ბიჭი, რომელსაც ასპინძელების საქონელი ჰყავს მიბარებული, დაკარგულ პირუტყვს ეძებს: „ტელეფონი სახლში აქვს დასატენად შეერთებული, გუშინ ამბობდა ორი სული დამეკარგაო, სავარაუდოდ ეძებს“.

ერთ–ერთი კი ვარაუდობს, რომ მწყემსი პოლიციაში დაკითხვაზეა გადაყვანილი: „გუშინ ამბობდა პოლიციიდან დამირეკეს და დაკითხვაზე უნდა წავიდეო, შეიძლება იქ არის".

ასპინძელები ამბობენ, რომ დღის ბოლოს გაირკვევა რამდენი სული პირუტყვია დაკარგული, მთაში იმყოფებიან სამართალდამცველებიც:„საქონელი მინდორშია საბალახოდ წასული, დღეს ბოლომდე დავრჩებით და დაველოდებით, შესაძლოა ყველა უვნებელი დაბრუნდეს. მწყემსი სადაა, ეს ჩვენც არ ვიცით".

შსს–ში გვებუნებიან, რომ მწყემსი არ იმყოფება პოლიციაში და არც დაკარგულად არ მიიჩნევა „როგორც ჩვენთვის ცნობილია მწყემსმა მიატოვა და წავიდა, საქონელი დაკარგული არ არის და ყველა ადგილზეა“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ამ თემაზე მუშაობს, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონელი მოიპარეს
ასპინძაში, ერკოტის მთაში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ
სოფელ ფერსაში მგელმა საქონელი დაგლიჯა
ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა
დერცელში მთაში წასვლამდე საქონელი შეღებეს [ფოტო]
ასპინძაში შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს
15 დღეა აწყურში დაკარგულ ქალს ეძებენ