FM97.5 / LIVE

ასპინძაში შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 03.06.2019
ასპინძაში, ღობიეთის საძოვრებიდან დაახლოებით ორ თვეში, შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს. ქურდობის ბოლო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. საქმეზე დაწყებულია ძიება.

ასპინძაში შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს

მოპარული საქონლიდან ექვსი ზველის მცხოვრებს, ერთი კი იდუმალის მკვიდრის ეკუთვნის.

ზველში მცხოვრები გენადი დიასამნიძე ამბობს, რომ ექვსი სული პირუტყვი ბოლო ორი თვის განმავლობაში მოპარეს: "ბიჭებმა დაინახეს მანქანაზე როგორ აჰყავდათ ჩემი საქონელი.ბოლოს, ერთი კვირის წინ კი ძროხა წაიყვანეს“,–ამბობს გენადი დიასამნიძე და ამატებს, რომ ჯამში 13 000 ლარის ზარალი ნახა.

იდუმალაში მცხოვრებ ირინა მჭედლიშვილს, ღობიეთის საძოვრებიდან ძროხა ორი დღის წინ მოპარეს: „დილით საძოვარზე გავუშვით, შუადღის მერე კი ერთ–ერთმა მწყემსმა დამირეკა შენი საქონელი მოიპარესო, დაუნახავს როგორ შეუსვიათ მანქანაზე და წაუყვანიათ“.

ირინა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საქონლის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს: „დააკავეს, მაგრამ პირუტყვი ვეღარ დამიბრუნეს, უკვე დაკლული ყოფილა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ იციან და ინფორმაციას ხვალ, ოთხ ივნისს გაავრცელებენ.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ადგილობრივს 16 სული ძროხა მოპარეს
თურქეთში ახალქალაქიდან მოპარული 19 სული საქონელი ნახეს
სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონელი მოიპარეს
საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა
ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა
სოფელ ფერსაში მგელმა საქონელი დაგლიჯა
ასპინძაში ადგილობრივები ათობით პირუტყვს ეძებენ