FM97.5 / LIVE

სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონელი მოიპარეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 02.07.2020
ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში 4 ადგილობრივს 70 სული საქონელი მოპარეს. დაზარალებულები ეჭვობენ რომ პირუტყვი მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადაიყვანეს.

სოფელ ჭაჭარაქში 70 სული საქონელი მოიპარეს
ფოტო: არქივი

ჭაჭარაქში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საქონელი თურქეთის საზღვართან მდებარე ე.წ. უზუნჩაირის მთიდან 30 ივნისს, გამთენიისას მოპარეს.

„ძროხები მთაში ორი კვირის წინ წავიყვანეთ. იმ დღეს, როცა ქურდობა მოხდა ჩემი ვაჟი და ერთი მწყემსი იყო მხოლოდ. მე დამირეკეს მთიდან და მითხრეს, საქონელს ვერ ვპოულობთ და კვალი თურქეთის საზღვართან იკარგებაო, დავრეკე 112–ში. პოლიცია მაშინვე ავიდა მთაზე“, – ამბობს ჭაჭარაქში მცხოვრები მარინა ოქრომელიძე.

მარინა ამბობს, რომ 70 დაკარგული პირუტყვიდან 9 მის ოჯახს ეკუთვნის.

„შერჩევით დიდი ძროხები წაუყვანიათ. 25 არამ ბეგოიანისაა, 20 გოქორ ბეგოიანის და 15 სტეფან მინასიანის, დანარჩენი არ ვიცი. ისინი ახლა მთაში არიან წასულები და ეძებენ. თუ ახლავე ჩვენი სახელმწიფო თურქეთის საზღვარს და მთავრობას არ დაუკავშირდება, ისე გააქრობენ ჩვენს საქონელს, რომ კვალსაც ვერ ვიპოვით. კრედიტით გვყავს საქონელი ნაყიდი, არ ვიცით რა ვქნათ, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაინტერესებს, საქონელი დაგვიბრუნონ უკან“, – გვითხრა მარინა ოქრომელიძემ.

მარინა ოქრომელიძის ვაჟი მკრტიჩ ელბაკიანი, ერთ–ერთია იმ ადგილობრივებს შორის, რომელიც გასულ კვირას მომთაბარე მწყემსებისგან დაზიანებული საძოვრების პრობლემასთან დაკავშირებით, მხარის რწმუნებულს შეხვდნენ. იგი ფიქრობს, რომ მათი საქონლის მოპარვაში მომთაბარე მწყემსები მონაწილეობდნენ.

„14 000 სული ცხვარი და 500 სული ძროხა ჰყავთ თურქებს ჩვენს მთაზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს თურქები მონაწილეობდნენ ჩვენი პირუტყვის მოპარვის საქმეში. ჩვენი ძროხები გადაიყვანეს თურქეთის ე.წ. შავანიდელის მთაზე, კვალიც ჩანს“, – ამბობს მკრტიჩ ელბაკიანი.

მისი თქმით, ამ დროსითვის 70 სული საქონელია დაკარგული, 4 ძროხა მესაზღვრეებმა იპოვეს და დააბრუნეს.

საქმეზე შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე
თურქეთში ახალქალაქიდან მოპარული 19 სული საქონელი ნახეს
აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]
ასპინძაში ადგილობრივები ათობით პირუტყვს ეძებენ
ნინოწმინდაში ადგილობრივს 16 სული ძროხა მოპარეს
ასპინძაში შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს
‘იმოქმედონ თორემ ჩვენ მივხედავთ საქმეს’ – ახალციხის სოფლებში ისევ საძოვრების პრობლემაა