FM97.5 / LIVE

ადიგენის რვა სოფელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.09.2019
ადიგენში, რვა სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი დღეს, 25 სექტემბერს, დილიდან სრულად მიეწოდება. აქ კურცხანას წყლის ცენტრალური სისტემა დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობა უწყლოდ დარჩა.

ადიგენის რვა სოფელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა

ადიგენის მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა დემეტრაძის თქმით, სასმელი წყლის ცენტრალური სისტემის დაზიანებული ნაწილის აღდგენა გუშინ, 24 სექტემბერს დასრულდა.

„გუშინვე ნაწილ–ნაწილ დავიწყეთ სოფლებისათვის წყლის მიწოდება და დღეს უკვე ყველას სრულად მიეწოდება“, – გვითხრა მამუკა დემეტრაძემ.

დილით, კურცხანის სასმელი წყლის სისტემა 23 სექტემბერს დაზიანდა, რის გამოც რვა სოფელს – ვარხანს, აბასთუმანს, საღრძეს, ხარჯამს, წახანს, ხევაშენს, ბენარასა და უნწას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.

მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრალური სისტემის დაზიანება, მისმა სიძველემ გამოიწვია: „ეს სისტემა 1970–იან წლებშია გაკეთებული და უკვე ვეღარ უძლებს წყლის დატვირთვას“.

კურცხანის წყლის სისტემის ყველაზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის, ადიგენის მერიამ ტენდერიც გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობისთვის მსურველებს განაცხადების შეტანა 28 სექტემბრამდე შეუძლიათ.

სისტემის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 84 683 ლარზე გამოცხადდა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენის 8 სოფელს წყალი დღის ბოლომდე მიეწოდება
ადიგენის 8 სოფელს ორი დღით წყალი არ ექნება
ახალციხეში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო [Photo]
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა