FM97.5 / LIVE

ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს 'ბათუმელებისა' და 'ნეტგაზეთის' გამომცემლების მიმართ ზეწოლას

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 23.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას ეხმაურება. საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს.

ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს 'ბათუმელებისა' და 'ნეტგაზეთის' გამომცემლების მიმართ ზეწოლას

"საქმე ეხება ბათუმში, 16 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს როინ კოჩალიძესა და მზია ამაღლობელის ნათესავებს შორის მომხდარ ინციდენტს.

კოჩალიძე ჩვენებაში აღწერს, რომ ინციდენტის მონაწილე პირებს პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდებულების განმარტებით კი, სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირი ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრათ, ერთ-ერთს სხეულის დაზიანებაც მიაყენა.

პოლიციამ საქმის გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ფიზიკური ძალადობა) დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქმის დეტალების გასარკვევად „ბათუმელების“ დირექტორი ადვოკატთან ერთად პოლიციაში მივიდა, კვალიფიკაცია დაამძიმეს 353-ე პრიმა პირველი მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. აღნიშნული მუხლი სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთა ადვოკატების განმარტებით, პროკურატურას ბრალის დამძიმების საფუძველი არ ჰქონდა.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების მოტივით სამართალდამცავები გაუფრთხილებლად შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს მზია ამაღლობელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული არაა რეგისტრირებული და არც არასდროს უცხოვრია, მაშინ, როცა აღნიშნული ბრალდებულისთვის მისივე საცხოვრებელ სახლში არ მიუკითხავთ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის მიმართ ზეწოლას. „ბათუმელები“, რომლის გამოცემაა ასევე „ნეტგაზეთი“, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი", - ნათქვამია ეთიკის ქართიის განცხადებაში.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ბათუმელების' დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს