FM97.5 / LIVE
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს

მთავარისამართალი 20.06.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ არ გავრცელდეს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს
განცხადებას, რომელიც ქარტიამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია იმ ფორმებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში აღმოჩენილი მასალები დღეს მედიასა და არასამთავრობო სექტორს წარუდგინა.

შეხვედრაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეტანათ აპარატურა, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ შეხვედრის რომელიმე დამსწრეს თუნდაც ტელეფონით გადაეღო ეკრანზე ასახული ვიდეომასალები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი ალბათობა არ უნდა დაეშვა და მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო შემსვლელთათვის აპარატურის შეტანა.

შეხვედრაზე მყოფი ჟურნალისტების ნაწილის ინფორმაციით, ფირზე ასახული ადამიანების ამოცნობა, მათი სახეების დაფარვის მუხედავად, მაინც შესაძლებელი იყო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ვიდეოკადრებზე ასახული ადამიანების სრული ანონიმურობა და შეიქმნა როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის იდენტიფიცირების საფრთხე.

ამავე დროს ცალკეული პირებისგან, მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ საშუალება ჰქონდათ ენახათ აღნიშნული კადრების ნაწილი ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე უწყება მედიას ოფიციალურად მიიპატიჟებდა. ქარტიისთვის გაუგებარია, სად და როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა ვიდეომასალების ნახვა და სთხოვს სამართალდამცველებს, არ დაუშვან მსგავსი პრეცედენტები.

ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ არ მოხდეს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება და როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების განადგურების, ისე სამეგრელოში აღმოჩენილი მასალების შესწავლის პროცესი წარმართოს მაქსიმალური საჯაროობით, მაგრამ ამავე დროს მასზე ასახული ადამიანების კონფიდენციალობის სრული დაცვით და მაღალი სამოქალაქო შეგნებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, გამოიჩინონ თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებზე მეტი კეთილგონიერება და დაიცვან მასზე ასახული ადამიანების, როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის ანონიმურობა".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს 'ბათუმელებისა' და 'ნეტგაზეთის' გამომცემლების მიმართ ზეწოლას