FM97.5 / LIVE

ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება

"რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შედეგად დაშავდნენ "პირველი არხის", რუსთავი 2"-ის,” ტვ პირველის” და სხვა მედიაორგანიზაციების ჟურნალისტები. მათ შორის კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა", - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს, ურთულეს პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება და მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება: "უნდა აღინიშნოს, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში".

ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა.

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
‘ნუ გვესვრი’– დღეს, 15:00 საათზე, ჟურნალისტები აქციას გამართავენ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული
საპროტესტო აქცია – 'სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს'