FM97.5 / LIVE

ახალციხეში, კანანელის ქუჩაზე, კანალიზაცია ამოდის

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2019
ახალციხეში, კანანელის ქუჩაზე, ფურნეს პირდაპირ, ასფალტიდან წყალი ამოდის. აქ კანალიზაციის მილია დაზიანებული.

ახალციხეში, კანანელის ქუჩაზე, კანალიზაცია ამოდის

ადილობრივების თქმით, წყალი, დაახლოებით, 3–4 დღეა ამოდის. მათ არაერთგზის მიმართეს წყლის კომპანიას, თუმცა, შეკეთების მცდელობის მიუხედავად, დაზიანება ვერ აღმოიფხვრა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი ფურნეა, სადაც პური და სხვადასხვა ცომეული ცხვება.

„ვერ ვხვდები, როგორ აკეთებენ ისე, რომ მალევე ფუჭდება. მანდ არის კანალიზაცია და იჭედება. მოვლენ კომპანიიდან, „პროულკას“ შეუჩხიკინებენ და მიდიან. აგერ წინ ფურნეა და პური ცხვება, ასეთ ანტისანიტარიაში“, – ამბობს კანანელის ქუჩის მცხოვრები ალბერტ მალხასიანი.

„სამხრეთის კარიბჭე“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის უფროსს ბესო ფილაურს დაუკავშირდა. მისი თქმით, ადგილზე უკვე გააგზავნა ჯგუფი, რომელიც შეეცდება, პრობლემა მოავაროს. ფილაური ამბობს, რომ 2019–2020 წლებში ქალაქ ახალციხეში წყალანირების სისტემის რეაბილიტაცია უკვე გეგმაშია.

„სათითაოდ ყველა ქუჩაზე მილის შეკეთაბზე და რეაბილიტაციაზე ხომ ვერ გამოვაცხადებთ ტენდერს. გეგმაშია, რომ მომავალ წელს მთლიანად უნდა მოწესრიგდეს ეს სისტემა. ახლაც კანანელზე გავიდა ჯგუფი და ნახავენ პრობლემას“, – ამბობს ფილაური.

ახალციხეში, კანანელის ქუჩაზე, კანალიზაცია ამოდის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ
10 დღეა ორბელიანის ქუჩაზე   კანალიზაცია ამოდის
ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ამოდის
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის