FM97.5 / LIVE

ახალციხეში დევნილების რეგისტრაცია მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 01.10.2013
ორი დღეა ახალციხეში მცხოვრები დევნილები ხელახალ რეგისტრაციას გადიან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რეგისტრაცია სავალდებულოა.

ახალციხეში დევნილების რეგისტრაცია მიმდინარეობს
დევნილების რეგისტრაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს. დევნილებმა რეგისტრაციისთვის პირადობის მოწმობა, დევნილის მოწმობა და არასრულწლოვნების შემთხვევაში დაბადების მოწმობს ორიგინალი უნდა წარადგინონ. კომისიას მობილური ჯგუფიც ჰყავს, რომელიც იმ პირებს, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, ბინაზე ემსახურება.

რეგისტრაციის დროს დევნილები კომისიის წევრის რამდენიმე კითხვას პასუხობენ: ვისთან ცხოვრობენ, ვის ეკუთვნის ბინა, მუშობს თუ არა და იცის თუ არა უცხო ენა.

გუშინდელიდან დღემდე ახალციხეში რეგისტრაცია 131-მა დევნილმა გაიარა. დევნილთა სარეგისტრაციო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ცხადაძე ამბობს, რომ იმ დევნილების დასარეგისტრირებლად, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფებიან, სამი დღის მერე სამინისტრო კომისიის წევრებს ისევ გამოაგზავნის.

იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაცია ახალციხეში გუშინ, 30 სექტემბერს დაიწყო და ხვალ, 2 ოქტომბერს დასრულდება. რეგისტრაცია გაიარეს ადიგენსა და ახალქალაქში მცხოვრებმა დევნილებმაც.

აფხაზეთიდან დევნილმა ლელა კორთხონჯიამ რეგისტრაცია უკვე გაიარა. სამსულიანი ოჯახი ყოფილ სანიტარულ ეპიდემიოლოგიური სადგურის შენობაში ცხოვრობს.

„ხუთი წელია ამ შენობაში ვცხოვრობ, მანამდე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. რეგისტრაცია უკვე გავიარე და იმედი მაქვს, რომ ფართს დამიკანონებენ“,- ამბობს ლელა კორთხონჯია.

საქართველოს მასშტაბით, დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია პირველ აგვისტოს დაიწყო და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოში რეგისტრაცია 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა
ახალციხის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო
პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება
მასწავლებელთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყო