FM97.5 / LIVE

ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

მთავარისიახლე, განათლება 15.09.2020
ქალაქ ახალციხის შვიდ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სწავლა განახლდა. სკოლების ნაწილში შერეულ, ე.წ ჰიბრიდულ მოდელს გამოიყენებენ. სწავლა საკლასო ოთახში მხოლოდ მეშვიდე სკოლაში ვერ აღდგა, ისინი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლიან.

ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა


სწავლა, დილით 9:00 საათზე დაიწყო, კორონავირუსის გამო სკოლებში მშობლები არ შეუშვეს, მოსწავლეები ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ შეიყვანეს.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, ქალაქის რამდენიმე სკოლაში ე.წ ჰიბრიდული მოდელით იმუშავებენ. მაღალ კლასებში მოსწავლეების ნაწილს გაკვეთილების ნაწილი დისტანციურად ჩაუტარდება.

ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში დისტანციურად 5 ოქტომბრამდე ისწავლიან. აქ დათბუნებისა და სავენტილაციო სისტემის მოწყობის სამუშაოების გამო, სწავლა საკლასო ოთახებში ვერ განახლდა. დაწესებულებაში, სადაც სსმ პირები სწავლობენ, ორი პირველკლასელი მიიღეს.

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში წელს 125 პირველ კლასელი ჰყავთ. უსაფრთხოების მიზნით, მოსწავლეები რამდენიმე შესასვლელით ისარგებლებენ.

125 პირველკლასელი მიიღეს მეხუთე საჯარო სკოლაშიც, სწავლა აქაც საკლასო ოთახებში აღდგა.

N2 საჯარო სკოლაში 34 პირველკლასელია. მოსწავლეები შერეული მოდელით ისწავლიან. I-IX კლასელები სკოლაში ივლიან, ხოლო უფროს კლასელებს გაკვეთილების ნაწილი ონლაინ ჩაუტარდებათ.

ახალციხის მეექვსე სკოლაში 25 პირველკლასელი ისწავლის. სკოლაში სწავლა ორ ცვლად განახლდა, I-VI კლასის მოსწავლეებს სწავლა 14:00 საათზე დაეწყებათ, VII-XII კლასელებს კი 09:00 საათზე.

N3 საჯარო სკოლაში სწავლა შერეული მოდელით აღდგა, როგორც საკლასო ოთახებში ისე დისტანციურად. წელს 43 პირველკლასელი ჰყავთ.

კერძო სკოლა „მზექასა“ და ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგა. მზექაში წელს 10 პირველკლასელი მიიღეს, ხოლო მეოთხეში – ორი.

ახალციხის მერიამ მუნიციპალიტეტში 613 პირველკლასელს საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გადასცა. განათლების სამინისტრომ კი კომპიუტერები.

ახალციხეში სულ 39 საჯარო და კერძო სკოლაა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
ახალციხის  სკოლებში 368  პირველკლასელი მიიღეს [Photo]
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა