FM97.5 / LIVE

ახალციხის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

მთავარისიახლე, განათლება 09.08.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

ახალციხის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს წარმომადგენლები ოთარ არევაძე და დავით ბერაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე.

ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების ურავლის, წნისისა და აწყურის საჯარო სკოლებში. ურაველში და წნისში სანიტარული კვანძები ეწყობა, ხოლო აწყურის საჯარო სკოლაში შენობის სახურავი და ელექტროგაყვანილობა იცვლება.

მთავრობის განკარგულებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 760 000 ლარი გამოეყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.

ახალციხის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

გარდა ამისა, სოფელ ურაველში, აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში გზის 4,8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა, სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით ტურისტები, მომლოცველები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

ახალციხის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია გრძელდება [R]
ახალციხის 14 საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურა ეწყობა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
ახალციხის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება ®
აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება [R]
ურაველში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება ®