FM97.5 / LIVE

ცვლილებები ახალქალაქის #40-ე საარჩევნო ოლქში

მთავარიპოლიტიკა 26.09.2013
#40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში სამი საარჩევნო უბნის მისამართი შეიცვალა. გასული წლისგან განსხვავებით, წელს ამომრჩეველთა სიებსაც სხვაგვარად გადაამოწმებენ.

ცვლილებები ახალქალაქის #40-ე საარჩევნო ოლქში
#40-ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში არჩევნების დროს 70-მა საარჩევნო უბანმა უნდა იმუშაოს. ამათგან, 7 ახალქალაქში, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის სოფლებშია.

სოფლების საარჩევნო უბნების მისამართები იგივე დარჩა, რაც გასული წლების არჩევნებზე იყო. ქალაქის სამი საარჩევნო უბნის მისამართი კი შეიცვალა.

ქალაქ ახალქალაქის #67-ე საარჩევნო უბანი, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობდა , ნალბანდიანის ქუჩაზე, ქართული ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გადავიდა. #1-მა უბანმა კინოთეატრიდან #2 ქართული სკოლის შენობაში გადაინაცვლა. #2 უბანი კი ყოფილი რაიონული სამომხმარებლო კავშირიდან მხატვრული სკოლის შენობაში გადავიდა.

შეიცვალა საარჩევნო უბნებზე მდივნების არჩევის პროცედურაც. თუ გასულ წელს საარჩევნო უბნის მდივანს მხოლოდ ოპოზიციური პარტიიდან ირჩევდნენ, წელს მათ საარჩევნო უბნის 13 წევრისგან შემდგარი კომისია აირჩევს, ისევე როგორც უბნების თავმჯდომარეებსა და თავმჯდომარის მოადგილეებს. თუმცა პარტიებს, რომლებიც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიან, უფლება აქვთ სამიდან ერთი - თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის პოსტი დაიკავონ.

ამ ეტაპზე #40 საარჩევნო ოლქის შემადგენლობა დაკომპლექტებულია. დაკომპლექტებულია ასევე საარჩევნო უბნების კომისიების შემადგენლობაც, სადაც ასევე 13 წევრია. 23 სექტემბერს ახალქალაქის #40-ე საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდება.

„პირველი სხდომით საარჩევნო უბნებზე მუშაობა დაიწყება. საუბნო კომისიების ყველა წევრი შეიკრიბება და თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს აირჩევს“, - ამბობს #40-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ასმიკ მარანგოზიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს 40,485 ამომრჩეველია. #40 საარჩევნო ოლქში არის სპეციალური ამომრჩევლების სიებიც. მასში შედიან სამსახურში მყოფი მესაზღვრეები, რომელთათვისაც სპეციალური უბანი არ არის გახსნილი, მაგრამ მესაზღვრეებს შეუძლიათ თავიანთი არჩევანი სულდასა და კარწახის უბნებზე დააფიქსირონ. ასევე #40-ე ოლქში არის 5 თანამშრომელი, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებში არიან ჩაწერილი. ისინი ხმას ოლქიდან ყველაზე ახლომდებარე უბანში მისცემენ. ამ შემთხვევაში ეს #1 საარჩევნო უბანი იქნება. შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისა და იმ პირებისთვის, ვისაც საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლია, კვლავ იქნება გადასატანი ყუთები.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდა
ასპინძაში ორი საარჩევნო უბნის მისამართი შეიცვალა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
საარჩევნო უბნები რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადავიდა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა