FM97.5 / LIVE
კონფლიქტის შემდეგ მუშაობას;">

რატომ ტოვებენ მესხეთის თეატრს მსახიობები

მთავარი 26.09.2013
განახლებულ თეატრალურ სეზონს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრი ცვლილებებით შეხვდა. ვინ რატომ მიდის თეატრიდან, ვინ დაინიშნა ახალ თანამდებობზე და როგორ აგრძელებს მესხეთის თეატრი კონფლიქტის შემდეგ მუშაობას;

რატომ ტოვებენ მესხეთის თეატრს მსახიობები
ერთთვიანი შესვენებისა და სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებული უთანხმოების შემდეგ, მესხეთის თეატრის დასი დღეს, 26 სექტემბერს, სცენაზე რეპეტიციისთვის პირველად შეიკრიბება. მათ 1 და 2 ოქტომბერს კახა გოგიძის სპექტაკლი „იქ სადაც ჩემი სახლია“ უნდა წარმოადგინონ.

სეზონის პირველი სპექტაკლი მესხეთის თეატრში ბოლო იქნება მსახიობ ლექსო ჩემიასთვის. თბილისიდან მოწვეული მსახიობი, რომელიც ახალციხეში ოჯახთან ერთად იმყოფება, თეატრს ტოვებს.

„სიტყვა დატოვება ძალიან მჭრის ყურს“, - ამბობს ჩემია, რომელიც მესხეთის თეატრში ორი სეზონი თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში, თითქმის ყველა სპექატაკლში, მთავარ როლებში იყო დაკავებული.

ხუთ სპექტაკლში თამაშობდა მისი მეუღლე ანა ხუბუტიაც.

ჩემია მიიჩნევს, რომ არც მისი და არც მისი მეუღლის მიერ შესრულებული როლების სხვა მსახიობებით ჩანაცვლება მესხეთის თეატრში არ გაუჭირდებათ: „თუნდაც ჩემი ასაკის ბევრი ნიჭიერი მსახიობი ჰყავთ. გემრიელ ხალხთან ერთად ბევრი გემრიელი პროდუქტი შევქმენით მესხეთის თეატრში. არის ცხოვრებაში ეტაპი, როცა რაღაცას იწყებ ლამაზად და ასევე ლამაზ გინდა რომ დაასრულო“.

მესხეთის თეატრში ლამაზად დაწყებულის დასრულების მიზეზად ჩემია ოჯახურ პირობებს ასახელებს და კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არაფერ კავშირშია თეატრში არსებულ უთანხმოებასთან, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის გამო მოხდა: „ეს დღე ადრე თუ გვიან დადგებოდა, დედაქალაქში, ჩემ სახლში ვბრუნდები, ამ ამბავს ჩემი წასვლა უბრალოდ დაემთხვა“.

უბრალო დამთხვევითა და ოჯახური პრობლემებით ხსნის მესხეთის თეატრის დატოვებას ასევე მოწვეული მსახიობი გელა ხახანაშვილიც: „თეატრს ვტოვებ და არ შევცვლი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე ახლა არ დავფიქრებულვარ, წასვლას ზაფხულშიც ვაპირებდი. ოჯახური პრობლემების გამო თბილისში მიწევს ყოფნა და ჩემი წასვლა არანაირ კავშირში არაა სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნასთან“.

ხახანაშვილი მესხეთის თეატრში 4 სპექტაკლში მონაწილეობს და ამბობს, რომ მაშინ როცა ეს სპექტაკლები გაიმართება მონაწილეობის მისაღებად ახალციხეში ყოველთვის დაბრუნდება.

შვებულების შემდეგ თეატრში არ დაბრუნებულა მოწვეული მსახიობი გიორგი რევაზიშვილიც. თუმცა ამბობს, რომ თეატრის დატოვების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია: „ლია სულუაშვილს [სამხატვრო ხელმძღვანელი]დაველაპარაკები და შემდეგ გადავწყვეტ თეატრი დავტოვო თუ არა“.

რატომ ტოვებენ მესხეთის თეატრს მსახიობები
მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი

მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, დასი თეატრში შეიკრიბა და უკვე დანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს, ლია სულუაშვილს შეხვდა. ახლა მათ არსებული ვითარების შესახებ პრესასთან საუბარი არ სურთ. ამაზე არც ის მსახიობები ლაპარაკობენ, რომლებმაც თეატრიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

სულუაშვილის თქმით, „იყო მკაცრი საუბრები, მაგრამ ჯობია ერთხელ გაირკვეს გაუგებრობა, ვდირე სულ ჩასაფრების რეჟიმში ვიყოთ. ხელმძღვანელი როცა ხარ, საყვედურების მოსმენა და ატანა უნდა შეძლო“.

რაც შეეხება მსახიობებს, რომლებმაც ახალციხიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, სულუაშვილი ამბობს, რომ თითოეული მათგანი თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი კადრია, თუმცა ოჯახური პირობების გათვალისწინებით არცერთ მათგანს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია: „ჩემია თითქმის 2 წლის რეპერტუარშია დაკავებული. მაგრამ ის ფინანსები, რომელსაც მას ვაძლევდი, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რასაც მას თბილისში შეთავაზებულ სამსახურში გადაუხდიან“.

რაც შეეხება რევაზიშვილს, რომელსაც ჯერ თეატრიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, სულუაშვილი მას ტელეფონით დაუკავშირდა: „არ უთქვამს მივდივარო. თუმცა, გაზაფხულზე რომ ჩამოდიოდა გზის გამო ძალიან იღლებოდა და ამიტომ თბილისიდან ახლაციხეში სიარული უჭირდა. მსახიობების ასეთი მოძრაობა თეატრში ყოველთვის იყო. მაგალთად ახლა თეატრიდან წასული მსახიობი ჯუნა თუმანიშვილი ბრუნდება“.

მესხეთის თეატრი ახალ სეზონს ახალი თანამშრომლებითაც იწყებს. თეატრში დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ათუნაშვილი, რეჟისორის პოსტზე კი ზურაბ სიხარულიძე დაინიშნა.

ახალდანიშნული დირექტორი თეატრის მთავარ პრობლემად მცირე დაფინანსებას მიიჩნევს. რაც შეეხება ზურაბ სიხარულიძეს, იგი თეატრში წლის განმავლობაში დასადგამი 7 სპექატკალიდან, როგორც სულუაშვილი გვიხსნის, მხოლოდ ორს დადგამს, დანარჩენ სპერქტაკლებზე კი მოწვეული რეჟისორები იმუშავებენ.

წელს თეატრში 5 წარმოდგენა უკვე დაიდგა. დანარჩენი ორიდან ერთს მოწვეული რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი დადგამს, მეორეს კი ასევე მოწვეული, ახალბედა რეჟისორი. შალუტაშვილი მროჟეკის „ ემიგრანტულ ტანგოს“ წარმოგვიდგენს. მეორე სპექტაკლი კი დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით, „დოდოს მოლოდინში“, დაიდგმება. მანამდე, 8 ოქტომბერს მესხეთის თეატრი საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და აქ ნიკა საბაშვილის „ყვარყვარეს“ წარმოადგენენ.

თუმცა, მანამდე სანამ დასი მარჯანიშვილის თეატრში გაემგზავრება, მაყურებელს მესხეთის თეატრში ელოდებიან.

„თითქოს ადვილია, როცა ოჯახში განხეთქილება ხდება, ოჯახს ვეძახი თეატრს, ყველაფერი ნელ-ნელა უნდა დალაგდეს და ალბათ ასეც იქნება. ჯობდა, რომ მაყურებელს ყველაფერი არ სცდონოდა, როგორც ყველაფერი არ იჭმება, ისე ყველაფერი არ ითქმება. მაყურებელს უნდა ვთხოვო მოტევება ზედმეტი გულახდილობისა და ზედმეტად გავრცელებული ინფორმაციების გამო. ასევე ვთხოვ მათ, რომ კვლავ იმ სიყვარულით მოვიდნენ თეატრში, როგორც ეს მესხეთის თეატრს და თითოეულ მსახიობს ეკადრება“, - ამბობს სულუაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ზოოპარკის ისტორია’ – პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
„ნორა“– მესხეთის თეატრში პრემიერაა
ხვალ მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება