FM97.5 / LIVE

ხვალ მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2018
მესხეთის დრამატულ თეატრში ახალი სეზონი, 22 მარტს,“დრაკონით” გაიხსნება. ევგენი შვარცის პოლიტიკურ ზღაპარს მაყურებელი პირველად იხილავს.

ხვალ მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
ზღაპარი დრაკონზეა, რომელიც დაიპყრობს ქვეყანას და ყოველ წელს ერთი მზეთუნახავი ქალიშვილი თავისთან მიჰყავს, თუმცა აქაც გამოჩნდება გმირი, რომელიც მასთან შერკინებას გაბედავს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლია სულუაშვილის თქმით, საპრემიეროდ ისეთი პიესა შეარჩიეს, რომელიც თითქმის ყველა ასაკის მაყურებლისთვისაა.

მარტში მაყურებელი კიდევ ერთ პრემიერას „ შუშანიკის წამებას“ ნახავს. მას მოწვეული რეჟისორი ზურაბ ბუხრაძე დგამს.

„მოხარული ვარ, რომ ამ ძალიან კარგ თეატრში მომიწია სპექტაკლის დადგმა. სპექტაკლში ჩემი სიტყვა ვთქვი და ჩემეული ვერსიაც შევთავაზებ მაყურებელს“,– ამბობს რეჟისორი.

აპრილის დასაწყისში კიდევ ერთ პრემიერაა დაგეგმილი - ნოდარ დუმბაძის „მზიან ღამე“.

საერთო ჯამში თეატრი ახალ სეზონზე მაყურებელს 8 პრემიერას შესთავაზებს.

მესხეთის დრამატულ თეატრში „დრაკონის“ პრემიერა 22 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება.

პრემიერაზე დასწრება 4 ლარი ღირს, ხოლო რიგით სპექტაკლზე დასწრება 3.50 ლარია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘წამებაი დედოფლისა’ – მორიგი პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
რას ჰპირდება მესხეთის თეატრი მაყურებელს აგვისტოში
თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს
მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში