FM97.5 / LIVE

ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2019
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე, ველობილიკის ერთ მონაკვეთზე ფილები ამოყრილია, ბორდიური კი, ჩანგრეული. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული ადგილი სახიფათო არამხოლოდ ველოსიპედით მოსიარულეებისთვისაა.

ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია

ახალციხის ხელოვნური ტბაზე, ადგილობრივები დასვენებისა და გართობის მიზნით იკრიბებიან. ეს ქალაქში ერთადერთი ადგილია, სადაც ველობილიკია გამოყოფილი, თუმცა მისი ნაწილი უკვე დაზიანდა.

„ველოთი ხშირად დავდივარ, დაზიანებულია ერთი მონაკვეთი და სულ ვფრთხილობ ამ მოსახვევში არ ჩავვარდე. დაახლოებით ორი თვეა ჩავარდნილია. ჯერ რამდენიმე ფილა იყო, ახლა უფრო ცუდი მდგომარეობაა“, - ამბობს ადგილობრივი სალომე ბოლქვაძე.

სალომეს მსგავსად, ახალციხის ტბაზე თითქმის ყოველ საღამოს სეირნობს დათო ტატალაშვილი. როგორც თავად ამბობს, დაზიანებული ბილიკი სახიფათო მხოლოდ ველოსიპედისტებისათვის არ არის: „ფეხი რომ ჩამივარდეს, ვინ მიშველის?! გვერდით შემდინარე წყლის მილია და სავარაუდოდ, წყლის წნევამ გამოუთხარა ძირი. ელემენტარული თანხა უნდა ამის გაკეთებას და ამდენი ხანი რატომაა ასე, არ ვიცი“.

ახალციხის ხელოვნური ტბის ტერიტორიის მოვლა–პარტრონობაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის ააიპი „ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირებაა“.

„ბეტონს ჩავასხამთ და ფილებსაც დავაგებთ. ორი ადგილია დაზიანებული და ორივეს გავაკეთებთ. კვირის ბოლომდე გავაკეთებთ ყველაფერს“, - ამბობს ააიპ „ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ დირექტორი ჯემალ გიორგაძე.

ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]
ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა
ახალციხის ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხის ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სეირნობა უკვე შესაძლებელია
ახალციხის ტბაზე მსურველებს თევზაობა შეუძლიათ
დაკეტილი ტუალეტი და გათიშული შადრევანი – როგორ შეხვდება ტბა ახალ სეზონს
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]