FM97.5 / LIVE

დაკეტილი ტუალეტი და გათიშული შადრევანი – როგორ შეხვდება ტბა ახალ სეზონს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 18.04.2018
ტემპერატურის მატებასთან ერთად ახალციხის ხელოვნურ ტბაზე ადგილობრივებისა და ტურისტების რაოდენობაც იმატებს, თუმცა, აქ ჯერ შადრევნებიც გათიშულია და არც საპირფარეშო ფუნქციონირებს.

დაკეტილი ტუალეტი და გათიშული შადრევანი – როგორ შეხვდება ტბა ახალ სეზონს

ახალციხის ტბაზე, სადაც ყოველ საღამოს ბევრი ადამიანი იყრის თავს, უკვე მეექვსე წელია ტუალეტი დაკეტილია, ასევე, წლებია დაზიანებულია შადრევანიც. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ სეზონს დაახლოებით ერთ თვეში გახსნიან, მანამდე კი პრობლემებს მოაგვარებენ.

დაკეტილი ტუალეტი და გათიშული შადრევანი – როგორ შეხვდება ტბა ახალ სეზონს„ტუალეტში კანალიზაცია მწყობრშია, ასევე, ადგილზეა ყველა საჭირო ინვენტარი. წელს, ახალი სეზონიდან, ტბაზე დაკეტილ საპირფარეშოს აუცილბელად გავაღებთ“, – ამბობს ააიპ „ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე, რომელსაც, ტბის მოვლა–პატრონობო ევალება.

რაც შეეხება დაზიანებულ შადრევნებს, გიორგაძე ამბობს, რომ „მხოლოდ მცირე ხარვეზებია მოსაგვარებელი და სეზონის გახსნამდე ესეც აღმოიფხვრება“.

მისი თქმით, ახალ სეზონზე დამსვენებლებს ტბაზე თევზაობაც შეეძლებათ, ამისთვის თევზებს დაამატებენ. ასევე, ტბაზე არსებულ რვა ნავთან ერთად, იმუშავებს წყლის ველოსიპედებიც: „ახალ ველოსიპედებს შემოვიყვანთ, თუმცა, რამდენს ჯერ ზუსტად არ ვიცით“.

დაკეტილი ტუალეტი და გათიშული შადრევანი – როგორ შეხვდება ტბა ახალ სეზონსმომავალი თვიდან ტბის ადმინისტრაცია მუშაობას ახალ შენობაში გააგრძელებს. აქ სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა და ახლა მხოლოდ ინვენტარით აღჭურვას ელოდებიან.

ახალციხის ხელოვნურ ტბაზე დასაქმებული რვა თანამშრომელია. წელს, ტბის მოვლა–პატრონობისთვის გამოყოფილი 53 000 ლარია. თემისა და ქალაქის გაერთიანებასთან ერთად, მიმდინარე წელს ააიპ „ახალციხის ტბა“, მელიორაციიის სამსახურთან გააერთიანეს. ააიპ „ახალციხის წყალმომარაგებასა და წყალანირებას“ მუნიციპალიტეტის სარწყავი სისტემების მოწესრიგებასთან ერთად, ტბის მოვლა–პატრონობაც დაავალეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა
ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია
ახალციხის ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სეირნობა უკვე შესაძლებელია
დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
ახალციხის ტბაზე მსურველებს თევზაობა შეუძლიათ
ახალციხის ტბაზე შადრევანი ამუშავდა