FM97.5 / LIVE

დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2020
ახალციხის ტბაზე გარე განათება დაზიანებულია, წყლის დონე კი მნიშვნელოვნადაა დაკლებული, ადგილობრივებს ჭაობის სუნი და ჩაბნელებული ველობილიკი აწუხებთ.

დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]

ტბის გარშემო 16 განათებაა დაზიანებული, არ მუშაობს წყლის ველოსიპედები. ბილიკის მიმდებარედ, სადაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი სეირნობს ბალახი გათიბული არ არის.

ახალციხის ტბაზე ადგილობრივების რაოდენობამ განსაკუთრებით ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ იმატა.

„მთელი ქალაქი აქ სეირნობს, საღამოობით გვერდს ვერ აუვლი იმდენი ხალხია, ყველა წუხს, რომ ჭაობის სუნია, ზოგი მონაკვეთი ისეა ჩაბნელებული, რომ გვეშინია ბავშვები წყალში არ ჩაცვივდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ახალციხის ხელოვნური ტბის ტერიტორიის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის ააიპ „ახალციხის წყალმომარაგება და წყალანირებაა“, მისი ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ გარე განათების შეკეთებას ორ დღეში შეძლებენ, რაც შეეხება წყლის დონის დაწევას, ეს შადრევნების რებილიტაციას უკავშირდება.

„იგეგემება შადრევნების გაკეთება, ველოდებით სპეციალისტებს, ისინი ნახავენ რა არის დაზიანებული, გამოსაცვლელი და გასაკეთებელი. წყალში არსებული ძრავები და ტუმბოები ამოვიტანეთ, ყველაფერი თბილისში უნდა წავიღოთ, თუ დაექვემდებარება აღდგენას შევაკეთებთ, თუ არა, ახალი უნდა შევიძინოთ“,- აცხადებს გიორგაძე და ამატებს, რომ ამ ეტაპზე არ იციან რამდენი ლარი დაჭირდება შადრევნების აღდგენას და როდის გამოაცხადებენ ტენდერს.

გიორგაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალისტები დაზიანებულ შადრევანს შეამოწმებენ, ტბაში წყალს კვლავ შეუშვებენ, აღდგება თევზაობაც.

„როგორც კი შევუშვებთ, ორ დღეში მოიმატებს წყლის დონე და მერე ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ბალახიც მოსაწესრიგებელია, უნდა შევწამლოთ, წყლის ველოსიპედებსაც და ნავებსაც შევუშვებთ“,-ამბობს გიორგაძე.

დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]

დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]

დაზიანებული შადრევანი და ჩაბნელებული ბილიკი ახალციხის ტბაზე [ფოტო]

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა
ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია
ახალციხის ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სეირნობა უკვე შესაძლებელია
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
მერიამ ახალციხის ტბისთვის წყლის ველოსიპედები შეიძინა
შადრევანი 'გრაფიკით' [Photo]